დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი თარგამაძე 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში არსებულ პრობლემებზე საუბრობს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/04 15:00:02
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი თარგამაძე 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.
როგორც თარგამაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პროექტის მიხედვით შესაძლებელია ითქვას, რომ საქართველოს ახალ მთავრობას ასაკობრივი პენსიის და სოციალური დახმარებების გაზრდა განსაზღვრული არ ჰქონდა.
"2014 წლის ბიუჯეტის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. საზოგადოებამ იცის, რომ "ქრისტიან-დემოკრატებმა" შევაგროვეთ 40 000 ხელმოწერა და საკანონმდებლო წინადადება დავარეგისტრირეთ პარლამენტში, რომელიც საარსებო მინიმუმის 250 ლარამდე გაზრდის მოთხოვნას ითვალისწინებს. საქართველოს მთავრობა და პარლამენტი დღემდე წინააღმდეგობას უწევს არა მხოლოდ ჩვენს მოთხოვნას, არამედ ათი ათასობით საქართველოს მოქალაქის საფუძვლიან, კანონიერ მოთხოვნას და იგნორირებას უკეთებს თავისივე წინასაარჩევნო დაპირებას. ამ ყველაფრის მიზეზი კი დავინახეთ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მომავალი ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ასაკობრივი პენსია არც ერთი ლარით არ გაიზრდება. იმ შემთხვევაში თუ კანონმდებლობით იქნებოდა დადგენილი, რომ საქართველოში საარსებო მინიმუმი 250 ლარია, მაშინ ბიუჯეტში საჭირო იქნებოდა ასახულიყო პროცენტული ზრდა ასაკობრივი პენსიის და სხვა სოციალური დახმარებების, რათა ისინი გათანაბრებოდნენ, რეალურ საარსებო მინიმუმს", - განაცხადა თარგამაძემ.
მისი განმარტებით, ვინაიდან საარსებო მინიმუმის დაანგარიშების წესი არ იცვლება, ხოლო საარსებო მინიმუმი არ იზრდება, მთავრობა ასაკობრივი პენსის და სხვა სოციალური დახმარებების სამართლიან საარსებო მინიმუმთან გათანაბრების ვალდებულებას არ იღებს.
გიორგი თარგამაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის და უშუშროების საბჭოს დაფინანსების ხარჯები ახალ ბიუჯეტში იგივე რჩება, იმის მიუხედავად, რომ მათი უფლებამოსილებები იზღუდება.
პრეზიდენტობის კანდიდატი 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში პარლამენტის სახელფასო ხარჯების გაზრდის საკითხსაც შეეხო.
"სამწუხაროა, რომ ახალი ხელისუფლება აგრძელებს წინა ხელისუფლების გზას და არ ახსოვს, როგორი ეკონომიკური მდგომარეობის ქვეყნის ხელისუფალია. ჩვენ დღეს გვყავს უფრო გაღარიბებული სახელმწიფოს უფრო ძვირი მთავრობა. იმედი მქონდა, რომ 2014 წლის ბიუჯეტში ძირეული ცვლილებები იქნებოდა, ახალი საფინანსო პოლიტიკის, ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფორმირება მოხდებოდა, მაგრამ როგორც ვხედავთ, ახალ ხელისუფლებას, ძველის მსგავსად წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში, 600 000 ადამიანს დღეში ყველაფრისთვის მხოლოდ 2 ლარის დახარჯვა შეუძლია. ეს ადამიანები განიცდიან შიმშილს და ამ ფონზე გადახედეთ მთავრობის, პარლამენტის და ზოგადად ჩინოვნიკების ცხოვრების წესს", - აღნიშნა თარგამაძემ.
გიორგი თარგამაძის განცხადებით, პირველი, რასაც პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში გააკეთებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და ცხოვრების უზრუნველყოფის ხარჯების შემცირება იქნება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1029
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია