დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, 5 თვითმმართველი ქალაქიდან 4-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/22 08:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/merebi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459130-am-etapze-arsebuli-monacemebith-5-thvithmmarthveli-qalaqidan-4-shi-qarthuli-ocnebis-merobis-kandidati-pirvelive-turshi-imarjvebs.html", "headline": " ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, 5 თვითმმართველი ქალაქიდან 4-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ...", "datePublished": "2017-10-22 03:59:27", "dateModified": "2017-10-22 03:59:27", "description": "ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, 5 თვითმმართველი ქალაქიდა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/merebi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, 5 თვითმმართველი ქალაქიდან 4-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს, ხოლო ერთში - ქუთაისში, სავარაუდოდ, მეორე ტურია მოსალოდნელი.

კერძოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში 51,51 %-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატი, კახა კალაძე ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი - 16.84%-ით. ამ დროისთვის 737 უბნიდან 431 უბნის შედეგებია დათვლილი.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავში, სადაც 87 უბნიდან 56-ია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ირაკლი ტაბაღუამ ხმების 52.83% მიიღო, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზურაბ მაისურაძე - 19.46%-ით.

ამ დროის მონაცემებით, ბათუმში 103 უბნიდან 85-ია დათვლილი, რომელთა მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ ამომრჩეველთა ხმების 55.06%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ლევან ანთაძემ - 24.46% მიიღო.

რაც შეეხება ფოთს, ამ დროისთვის 32-დან დათვლილია 31 უბნის მონაცემები, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს გოჩა კურდღელიამ 54.92%, ხოლო „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ვახტანგ დარცმელიძემ 13.49% მიიღო.

ქუთაისში, სადაც ამ დროის მონაცემებით 124-დან 98 უბნის მონაცემებია დათვლილი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს გიორგი ჭიღვარიას 48,4% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი - 27.28%. ამ დროის მონაცემებით, ქუთაისში სავრაუდოდ, მერობის არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი, რადგან კანდიდატს მერის მანდატის მოსაპოვებლად 50%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდება.

თემა: თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 632
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია