დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფო ვერძეული - არასათანადო მოპყრობის შემთხვევებმა პენიტენციურ დაწესებულებებიდან პოლიციის სამმართველოებში გადაინაცვლა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/02 12:30:01
../photo/2015_02/0-01TEBER-2016/verdzeuli_3d540.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/455325-sofo-verdzeuli-arasathanado-mopyrobis-shemthkhvevebma-penitenciur-datsesebulebebidan-policiis-sammarthveloebshi-gadainacvla.html", "headline": "სოფო ვერძეული - არასათანადო მოპყრობის შემთხვევებმა პენიტენციურ დაწესებულებებიდან პოლიციის სამმართველ...", "datePublished": "2017-10-02 08:31:32", "dateModified": "2017-10-02 08:31:32", "description": "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის სოფო ვერძეულის ინფორმაციით, არ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-01TEBER-2016/verdzeuli_3d540.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის სოფო ვერძეულის ინფორმაციით, არასათანადო მოპყრობის შემთხვევებმა პენიტენციურ დაწესებულებებიდან პოლიციის სამმართველოებში გადაინაცვლა.

ამის შესახებ ვერძეულმა ჟურნალისტებს წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის კუთხით ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მოკლე ანგარიშის კომენტირებისას განუცხადა.

„სახალხო დამცველი ბოლო პეროდში უთითებს თავის ანგარიშებში, რომ საპოლიციო დანაყოფებში, პოლიციის სამმართველოებში გაზრდილია არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ეს, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შესაძლოა პენიტენციურ დაწესებულებებში აღარ გვაქვს წამების მასშტაბური და სისტემური პრობლემები, სამწუხაროა, რომ ერთგვარად პოლიციის სამმართველოებში გადაინაცვლა არასათანადო მოპყრობის შემთხვევებმა. ჩვენს ორგანიზაციას აქვს წარმოებაში საქმეები, მათ შორის, გახმაურებული საქმე კახეთში, როდესაც მოქალაქე, რომელიც ჯანმრთელი იქნა შეყვანილი პოლიციის სამმართველოში, სამი ნეკნის მოტეხილობით გამოვიდა იქიდან. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მიმართვა გაკეთდა საგამოძიებო ორგანოების მიმართ და ყველა ტიპის ექსპერტიზა ადასტურებს პოლიციის განყოფილებაში მის ცემას და შეურაცხყოფას, ამ ადამიანს დღემდე არა აქვს დაზარალებულის სტატუსი“, - განაცხადა ვერძეულმა.

მისივე შეფასებით, გამოძიების პრობლემა არის სიტემური და ამაზე ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს.

„ეს არის ის, რასაც უნდა უპასუხოს ხელისუფლებამ და ვფიქრობთ, ყველაზე ეფექტური პასუხი ამაზე არის ის, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც გამოიძიებს მსგავსი ტიპის დანაშაულებს და ასევე განახორციელებს დევნას. დღეს მთავარი პრობლემა არის ის, რომ ასეთ საქმეებზე გამოძიება იწყება, მაგრამ, როგორც წესი, არასდროს სრულდება და არც ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება“, - დასძინა ვერძეულმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 909
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია