დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე - თბილისში 7000 ადამიანი რიგში დგას, რომ უფასო სასადილოებში შეძლონ კვება, მერია კი, 100 ათასობით ლარს ხარჯავს პრემიებსა და დანამატებში
ავტორი:
2017/სექტემბერი/30 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAGVISTO/kukavaburjanadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/455171-nino-burjanadze-thbilisshi-7000-adamiani-rigshi-dgas-rom-ufaso-sasadiloebshi-shedzlon-kveba-meria-ki-100-athasobith-lars-kharjavs-premiebsa-da-danamatebshi.html", "headline": "ნინო ბურჯანაძე - თბილისში 7000 ადამიანი რიგში დგას, რომ უფასო სასადილოებში შეძლონ კვება, მერია კი, 1...", "datePublished": "2017-09-30 12:13:50", "dateModified": "2017-09-30 12:13:50", "description": "ბლოკმა "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო" საარჩევნო პრო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGVISTO/kukavaburjanadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ბლოკმა "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ ჟუნალისტებთან საარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.

"ჩვენი პროგრამა რამდენიმე ძირითად მიმართულებასა და პრიორიტეტს მოიცავს. პირველია სოციალური პრიორიტეტი, რაც გულისხმობს იმას, რომ თბილისის ბიუჯეტი 820 მილიონი უნდა გადანაწილდეს სამართლიანად. დღეს ამ თანხის დიდი ნაწილი ხმარდება ბიუროკრატიას, მმართველი პარტიის აქტივს, ხმარდება მათ გასართობ პროგრამებს. ჩვენ გვინდა, რომ ეს თანხა გადანაწილდეს რამდენიმე სოციალურ პროგრამაზე, მათ შორის ისეთზე, როგორიცაა სესხების რესტრუქტურიზაცია, რათა დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და მევახშეები ბინებიდან ყრიან. ჩვენი პროგრამა ასევე ითვალისწინებს ბაგა-ბაღების დაფინანსების გაზრდას 11-დან 25 მილიონამდე და სხვა ისეთი პროგრამების დაფინანსებას, რაც თბილისელებისათვის საგრძნობი იქნება. მეორე პრიორიტეტია ქალაქის ინფრასტრუქტურაში ცვლილების შეტანა, დღეს ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების გენერალური ხაზი არის ბიზნესი. ჩვენი ხაზი უნდა იყოს ეკოლოგია და თბილისელების კომფორტი, თუნდაც ეს იყოს კომერციული თვალსაზრისით წამგებიანი. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით რის გაკეთებასაც ვაპირებთ არის ის, რომ თბილისში უნდა აიკრძალოს საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. ასევე მიკროავტობუსები უნდა ჩაანაცვლონ ავტობუსებმა. მესამე პრიორიტეტია ქალაქის ისტორიული სახის შენარჩუნება. ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის თურქული და არაბული კვარტლები, რომლებიც სწრაფი ტემპით შენდება თბილისისა და ბათუმის ცენტრში. ჩვენ ვაპირებთ იმას, რომ შევქმნათ სპეციალური სამსახური თბილისის მერიაში, რომელიც მოამზადებს ყველა იურიდიულ პროცედურას და ჩვენ დავიწყებთ იმ ხალხის დეპორტაციას, რომელიც თბილისში შემოდის ტურისტული ვიზებით და აქ სხვა საქმიანობით არის დაკავებული. 80 000 უკანონო მიგრანტი ცხოვრობს თბილისში. ასევე, პარლამენტს გვინდა მივმართოთ წინადადებით, რომ როგორც ბევრ ევროპულ ქვეყანაში, ჩვენთანაც შემოღებული იყოს კანონი ჩადრის ანუ ნიქაბის აკრძალვის შესახებ", - განაცხადა კუკავამ.

"დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პროგრამა მთლიანადაა ორიენტირებული მოსახლეობაზე.

"ჩვენი პროგრამა მთლიანად არის ორიენტირებული იმაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ემსახურებოდეს კონკრეტული პრობლემების მოგვარებას, ადამიანებისათვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და არა იმ ადამიანებს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის დროს იქნებიან არჩეული. ძალიან კონკრეტულადაა ჩამოყალიბებული საკითხები იმის შესახებ თუ რას უნდა ემსახურებოდეს ბიუჯეტის თანხები, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ეკოლოგიური მდგომარეობა. პროგრამაში ასახულია თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ადამიანები ელემენტარულად შიმშილის ზღვარზე არ იყვნენ. ერთი უბედურებაა ის, რომ საქართველოში ადამიანებს სჭირდებათ უფასო სასადილოები, მაგრამ მეორე უბედურებაა ის, რომ 7000 ადამიანი, თბილისში რიგში დგას, რომ უფასო სასადილოებში შეძლონ კვება. ეს იმ პირობებში, როდესაც თბილისის მერია ასობით და ასი ათასობით ლარს ხარჯავს პრემიებში, დანამატებსა და ძვირადღირებულ ავტომანქანებში”,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


ბლოკის "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო" საარჩევნო პროგრმის პრეზენაციას ექსპერტებიც ესწრებოდნენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 628
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია