დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა
ავტორი:
2017/სექტემბერი/18 23:00:01
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/452932-kakha-kaladze-chinethis-sakhalkho-respublikis-delegaciis-tsevrebs-shekhvda.html", "headline": "კახა კალაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა", "datePublished": "2017-09-18 19:01:24", "dateModified": "2017-09-18 19:01:24", "description": "თბილისში ვიზიტით მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცე-სპიკერი მა პეიჰუა, ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/357995685272605a1dd9b418f08d6ac2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისში ვიზიტით მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცე-სპიკერი მა პეიჰუა, დელეგაციის წევრებთან ერთად, დღეს, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს შეხვდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”ქართული ოცნებიდან” აცნობეს, მხარეებს შორის საუბარი ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების ძირითად საკითხებს შეეხო.

კახა კალაძემ ხაზი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს გაუსვა და აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი და სავაჭრო პარტნიორია.

მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, რაც მათი შეფასებით, ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას ახალ საფეხურზე აიყვანს.

შეხვედრაზე ასევე, ახალი აბრეშუმის გზის პროექტი და ამ მიმართულებით, საქართველოს როლი და შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის პერსპექტივებსაც.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცე-სპიკერის განცხადებით, ჩინეთი საქართველოს სანდო და საიმედო პარტნიორად განიხილავს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 662
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია