დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე რიჩარდ ნორლანდს შეხვდა
ავტორი:
2013/სექტემბერი/20 17:30:03
"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.
"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს ნინო ბურჯანაძე აშშ-ს ელჩს რიჩარდ ნორლანდს შეხვდა. მათივე ინფორმაციით, საუბრის ძირითად თემა წინასაარჩევნო გარემო იყო.
"ნინო ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი წინსვლისა, წინასაარჩევნო გარემოს თავისუფლებასთან მიმართებაში, ძირითად კონკურენტებთან შედარებით არათანაბარ და უსამართლო პირობებში იმყოფება: კონკურენტებისგან განსხვავებით არ ღებულობს საბიუჯეტო დაფინანსებას, საარჩევნო კომისიები მხოლოდ ორი პარტიის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, კონკურენტებისგან განსხვავებით არა აქვს უფასო სარეკლამო დრო ტელევიზიებით", - აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, აშშ-ს ელჩის მხრიდან ხაზი გაესვა იმას, რომ აშშ მთავრობა მაქსიმალურად დაინტერესებულია, არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხებს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1052
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია