დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქეთევან ციხელაშვილი - ყველა ფორმატს გამოვიყენებთ, რათა საერთაშორისო რეაგირება იყოს ძალიან მწვავე
ავტორი:
2013/სექტემბერი/18 16:20:09
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილე, ქეთევან ციხელაშვილი სოფელ დიცში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. "სამწუხაროდ, რუსეთი საერთაშორისო ნორმებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევით აგრძელებს ამ უკანონო ქმედებებს - ივლება მავთულხლართები, რაც არის ოკუპაციის გაგრძელება. ეს პროცესი უხეშად არღვევს და ზღუდავს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების უფლებებს. ამიტომ, სრულიად გასაგებია მოსახლეობის უკმაყოფილება და პროტესტი. ქართველი სამართალდამცავები ადგილზე იმყოფებიან, რათა ადგილი არ ჰქონდეს ინციდენტს და მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. ასევე, ადგილზე იქნებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები. მისიამ გუშინ უკვე გაავრცელა განცხადება და მხარეებს მოსახლეობის პრობლემებზე კონცენტრირებისკენ მოუწოდა. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საერთშორისო თანამეგობრობასთან. კიდევ ერთხელ ჩავაყენეთ საქმის კურსში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ყველა ფორმატს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ საერთაშორისო რეაგირება იყოს ძალიან მწვავე", - განაცხადა ქეთევან ციხელშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მან ასევე აღნიშნა, რომ გამყოფ ხაზზე რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლების საკითხს ქართული მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდზე.
"რა თქმა უნდა, ამ თემას მომდევნო რაუნდზე ორივე სამუშაო ჯგუფში დავაყენებთ. ეს კიდევ ერთხელ გამოკვეთს აუცილებლობას, რომ ჟენევაში უნდა გავაგრძელოთ საუბარი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებზე, რომელიც არის ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგში", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1110
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია