დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აღმაშენებლის გამზირზე გენერალ ალექსანდრე ჩხეიძის მემორიალური დაფა გაიხსნა
ავტორი:
2013/სექტემბერი/16 15:18:02
იუნკერთა სკოლის ყოფილ შენობაზე ქართველი მხედართმთავრის, სკოლის ხელმძღვანელის და პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერალის ალექსანდრე ჩხეიძის მემორიალური დაფა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ღონისიძებას თბილისის მერი, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტირებული ელჩები დაესწრნენ. პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე, გენერალ გიორგი კვინიტაძესთან ერთად, თბილისის ოფიცერთა სკოლას დაარსების დღიდან ჩაუდგა სათავეში. 1920 წელს, გენერალ კვინიტაძის საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დანიშვნის შემდეგ, პოლკოვნიკი ჩხეიძე სკოლის დირექტორად დაინიშნა. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თბილისის დაცვის ოპერაციაში, პოლკოვნიკი ჩხეიძე კოჯორ-ტაბახმელას სექტორს სარდლობდა. მისი ხელმძღვანელობით იუნკრებმა რამდენიმე კონტრშეტევა განახორციელეს და წითელი არმიის ორი ბატალიონი გაანადგურეს. საბჭოთა რუსეთის მიერ დემოკრატიული საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მრავალ ქართველ ოფიცერთან ერთად, ალექსანდრე ჩხეიძე მარშალმა იოსებ პილსუდსკიმ პოლონეთში მიიწვია. ჰიტლერის და სტალინის მიერ 1939 წელს პოლონეთზე განხორციელებული ერთობლივი თავდასხმის დროს, უკვე პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერალი ჩხეიძე ქ. ლვოვის დაცვის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთის შუაზე გაყოფის შემდეგ, იგი გესტაპომ დააპატიმრა და საბჭოთა კავშირს გადასცა. სტალინის და ბერიას ბრძანებით, გენერალი ჩხეიძე კატინში, 22 ათას პოლონელ ოფიცერთან ერთად დახვრიტეს.        
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1338
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია