დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შალვა რამიშვილი - ახალი ხელისუფლების 12 გაკეთებული საქმე
ავტორი:
2013/სექტემბერი/16 10:32:02
პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო კამპანიის კომუნიკაციებისა და პიარ ჯგუფის წარმომადგენელი შალვა რამიშვილი ახალი ხელისუფლების მიერ 1 წლის განმავლობაში გაკეთებული საქმის ჩამონათვალს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს:  "რა გაკეთდა (მოკლედ) 1. თავისუფლება: ბოლო მოეღო ადამიანების ტერორს, დევნას, ფარულ მოსმენებს, წამებას. აღარავის ეშინია ტელეფონზე დარეკვის, აზრის გამოთქმის, ურთიერთობის... გავთავისუფლდით და მომავლის იმედი გაგვიჩნდა. 2. სოფლის (ეკონომიკის) აღორძინება: დაიწყო მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამის განხორციელება. 710 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა სასოფლო-სამეურნეო ბარათებით. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ვენახები, ხეხილის ბაღები, ყანები შეუდარებლად უკეთ არის მოვლილი. გაიზარდა ღვინის ექპორტი. გაიზარდა ყურძნის ფასი. დარიგდა შეღავათიანი კრედიტები მათ შორის სტარტაპებისათვის რომელთა მეშვეობით გაიხსნება გადამამუშავებელი საწარმოები. 3. დაფასებული შრომა: შეიცვალა შრომის კოდექსი - ყველა მოქალაქე იმსახურებს ღირსეულ სამუშაო პირობებს. 4. ჯანმრთელი საზოგადოება: შემოღებული იქნა ჯანდაცვის უნივერსალური პროგრამა. სახელმწიფო ამიერიდან თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. 5. ახალი სიცოცხლე: მშობიარობა უფასო გახდა. 1 აგვისტოდან დღემდე 6 000ზე მეტმა დედამ იმშობიარა უფასოდ. 6. ჩვენი ბავშვები: 1 სექტემბრიდან სახელმწიფო საბავშვო ბაღები უფასო გახდა! მომავალი თაობის ღირსეული აღზრდა უკეთესი საზოგადოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. 7. განათლებული მომავალი: უკვე ამ სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების 650 000 მოსწავლე უფასო სასკოლო სახელმძღვანელოებს მიიღებს. 8. ხელმისაწვდომი უმაღლესი განათლება: ქვეყნის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან 17 ფაკულტეტზე სწავლა ყველასთვის უფასო გახდა. 9. ყველა - ქვეყნის მშენებლობისთვის: სახელწიფოს მიერ დაარსებულ პროფესიული განათლების კოლეჯებში სექტემბრიდან სწავლა სრულიად უფასო იქნება. სასწავლებლების კარი ღიაა ყველა ასაკის ადამიანისთვის. 10. ამაგის დაფასება: სექტემბერიდან პენსიონერები უკვე გაზრდილ პენსიებს მიიღებენ. 11. სოლიდარული საზოგადოება: გაორმაგდა სოციალური დახმარება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ყოველწლიურად 3 000-ისნაცვლად, 6 000 ლარს მიიღებენ, 452 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა. 12. გმირებზე ზრუნვა: იმ სამხედროების ოჯახები, რომლებიც დაიღუპნენ აფხაზეთის საბრძლო მოქმედებების დაწყებიდან დაწყებული დღევანდელი სამშვიდობო მისიებით დამთავრებული, 2014 წლიდან ყოველთვიურად მიიღებენ 1 000 ლარს. ამიერიდან, ISAF–ის მისიის დროს დაღუპული ყველა სამხედროს ოჯახი 15 ათასი ლარის ნაცვლად კომპენსაციის სახით მიიღებს 100 ათას ლარს ერთჯერადად", - წერს რამიშვილი.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1105
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია