დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო ეროვნულ საკოორდინაციო ჯგუფთან შეხვედრას გამართავს
ავტორი:
2014/დეკემბერი/28 15:30:02
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით, ეროვნულ საკოორდინაციო ჯგუფთან შეხვედრას გამართავს.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება გაეროს უშიშროების საბჭოს #1325 რეზოლუციის "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების 2014 წლის ანგარიში. ასევე განიხილება საკოორდინაციო ჯგუფის პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაბარების საკითხიც.
შეხვედრას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძე და პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე გახსნიან. ღონისძიებას ქალთა ორგანიზაციის, აღმასრულებელი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
სამთავრობო უწყებები 2014 წელს გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების ანგარიშსა და მიღწევებს წარმოადგენენ.
შეხვედრა ხვალ. 10:30 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში გაიმართება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1042
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია