დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სამართალდამცველებმა საყდრისის დამცველებს პარლამენტის წინ კარვი არ გააშლევინეს
ავტორი:
2014/დეკემბერი/20 23:00:02
სამართალდამცველებმა თბილისში, პარლამენტის წინ საყდრისის დამცველებს კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ ლაშა ჯოხაძემ განუცხადა, დაახლოებით 10-12 კაცს, პარლამენტის შენობის წინ, იქ, სადაც საახალწლო ნაძვის ხე დგას და საახალწლო ღონისძიებების სამზადისი მიმდინარეობს, კარვის გაშლა სურდა, თუმცა მათ ამის უფლება არ მისცეს.
"ჩვენ, პარლამენტის წინ შეკრებილ ახალგაზრდებს მოვუწოდეთ, რომ არ შეიძლება კარვის გაშლა. თუმცა, ისინი კვლავ დგანან პარლამენტის წინ და ამას აპროტესტებენ", - განაცხადა ლაშა ჯოხაძემ.
მისივე ინფორმაციით, არანაირი დაპირისპირება სამართალდამცავებსა და ახალგაზრდებს შორის არ მომხდარა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 993
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია