დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირმა ნადირაშვილი - გიორგი კვირიკაშვილის თვითმფრინავის ბილეთი ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში 18 764 ლარი დაჯდა
ავტორი:
2014/დეკემბერი/10 17:00:03
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თვითმფრინავის ბილეთი ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში 18 764 ლარი დაჯდა, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირმა ნადირაშვილმა დღეს კვირიკაშვილის თვითმფრინავით მგზავრობის ხარჯებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გარდა აღნიშნული შემთხვევისა, ვიცე-პრემიერმა ასტანაში გასამგზავრებლად ბილეთში 8000 ლარი გადაიხადა, მაშინ როდესაც ბილეთი ასტანის მიმართულებით 800 ლარი ღირს.
"ჩვენ წარმოგიდგინეთ მასალები, როდესაც ნიუ-იორკში, გაეროს კლიმატის სამიტზე წასულმა პრემიერმა პირდაპირ იქირავა ლუფთანზაში მისთვის და მისი მეუღლისთვის ოთახები და არა ჩვეულებრივი ბიზნესკლასის ბილეთები აიღო, 20 000 ლარი დაჯდა თითო ბილეთი. როგორც აღმოჩნდა, ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა ჩვენს მთავრობაში. იგივე შემთხვევასთან გვაქვს ადგილი კვირიკაშვილის ფრენებთან დაკავშირებითაც. მისი ბილეთი ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში დაჯდა 18 764 ლარი. გარდა ამისა, კიდევ ერთი ბილეთი აქვს მას შეძენილი გაეროს კლიმატის სამიტზე გამგზავრების დროს და ამ შემთხვევაში ვიცე-პრემიერმა ბილეთში გადაიხადა 12 732 ლარი. კიდევ ერთი უცნაური შემთხვევა - ეს არის კვირიკაშვილის მივლინება ყაზახეთში, როდესაც მან ასტანაში გასაფრენი ბილეთი იყიდა 8 766 ლარად. ჩვენ კვლევა ჩავატარეთ და ასტანაში გასაფრენი ბილეთი 800 ლარი ღირს. როდესაც მოვიძიეთ ასეთი ფასის ბილეთი ვერ ვიპოვეთ და გაუგებარია სად ყიდულობს კვირიკაშვილი ასე ძვირად ბილეთებს", - განაცხადა ნადირაშვილმა.
დეპუტატის ინფორმაციით, ეს არ არის ჩვეულებრივი ბიზნესკლასის ბილეთები, არამედ ეს არის პირველი, პრაიმკლასის ბილეთები. ნადირაშვილის განცხადებით, მთავრობა არსებული პრობლემების მოგვარების ნაცვლად "მიცემულია თვითკმაყოფილებას და ზღვარგადასულ ფუფუნებას, რაც ჩვენი ტიპის ქვეყანაში ამორალური საქციელია".
ირმა ნადირაშვილი მინისტრებს მოუწოდებს მხოლოდ ბიზნესკლასით იფრინონ.
"შეწყვიტონ საკუთარ ფუფუნებაზე ზრუნვა, იყიდონ სავარძლები თვითმფრინავში და არა ოთახები", - აცხადებს ნადირაშვილი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1020
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია