დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგლა აგულაშვილი არ გამორიცხავს, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებები გარკვეული გეგმის ნაწილი იყოს
ავტორი:
2014/დეკემბერი/07 13:00:03
"რესპუბლიკელთა" წარმომადგენელი, დეპუტატი გიგლა აგულაშვილი არ გამორიცხავს, აღმასრულებელი ხელისუფლების ცალკეულ სტრუქტურებში განხორციელებული ცვლილებები გარკვეული გეგმის ნაწილი იყოს. აგულაშვილის აზრით, ის, თუ რამდენად ეს ასე მოხდა, უახლოეს ერთ-ორ კვირაში გამოჩნდება.
"პარტნიორი პოლიტიკური პარტიის "ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მშვიდად ვგრძნობ თავს. ასევე სიმშვიდისკენ მოვუწოდებ საზოგადოებას. ზვიად ჯანყარაშვილის პარტიული თანამდებობიდან წასვლის თაობაზე საჯაროდ მეც მოვისმინე დასაბუთება, რომ მას ტვირთად აწევს და ერთგვარ ლაქად მოჰყვება თითქოს ის, რომ არის ცალკეული ადამიანის ნათესავი და ამის გამო აქტიურ საჯარო ცხოვრებას გაეცლება. ამის იქით არ მინდა ვეძებო მიზეზები. პარტნიორ პარტიას გააჩნია რესურსი იმისა, რომ პროცესები კარგად წარმართოს. რაც შეეხება აღმასრულებელი ხელისუფლების ცალკეულ სტრუქტურებში მომხდარ ცვლილებებს, გადადგილებები ხდება ხოლმე და ალბათ უახლოესი ერთი-ორი კვირა გამოაჩენს, რამდენად არის ეს რაღაც გეგმის ნაწილი. შეიძლება ასეც იყოს, ამას არ გამოვრიცხავ", - განუცხადა ჟურნალისტებს გიგლა აგულაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1086
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია