დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი – სპეკულაციაა საუბარი, რომ თუკი ვინმე ტაბუდადებულ თემებსა და პირებზე რაიმე უარყოფითს იტყვის, ღალატია
ავტორი:
2014/ნოემბერი/28 15:30:03
ველოდები, თქვენს მხადარჭერას იმაში, რომ უახლოეს პერიოდში სამართალდამცავი უწყებებიდან სათანადო თანამდებობის პირებს მოვიწვევთ და დავუსვამთ კითხვას, არის თუ არა სისტემა სანახევროდ მზად, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ასამოქმედებლად, - ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველ გუნდს მიმართა.
დავით უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ ორჯერ გადავადებული პროექტი გაიხსენა.
"ბოლოს, ამ წესის ამოქმედება შარშან ამ დროს ორი წლით გადავავადეთ. ეს იმ არგუმენტით მოხდა, რომ სისტემა ახალ წესზე გადასასვლელად არ იყო მზად. გავიდა ერთი წელი. მგონი, გვაიტერესებს ვიკითხოთ, ნახევარი დროის განმავლობაში, ნახევრად არის თუ არა მზად სისტემა ამ საქმეზე გადასასვლელად. არ მგონია, რომ თუ ჩვენ ამ კითხვას დავსვამთ, ამით ვინმეს ვასუსტებთ. ამით ვაძლიერებთ სახელმწიფოს და ერთმანეთს. სპეკულაციაა საუბარი იმის თაობაზე, რომ თუკი ვინმეს რაიმე უარყოფითი წამოსცდა ტაბუდადებული თემების თუ პირების მიმართ, ეს არის ღალატი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1069
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია