დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან ბერძენიშვილი - აფხაზეთთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას აქვს ერთი გეგმა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/17 11:30:03
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზეთთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმაზე ისაუბრა.
როგორც ბერძენიშვილიმა აღნიშნა, ამ გეგმაზე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა აფხაზეთთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას აქვს ერთი გეგმა და ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
"არ ვიცი, რა გეგამზეა საუბარი. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ერთადერთი გეგმა, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და აფახაზ და ოს ძმებთან ძმობის განმტკიცება. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, თვითონ რასაც არ უნდა ფიქრობდნენ. არაღიარების პოლიტიკა და ჩვენი მათთან ურთიერთობა, ყველაფერი ეს არის ჩვენი გეგმა. გულუბრყვილობა იქნებოდა, რომ ტელევიზიით პრემიერმა განაცხადოს, რა ნაბიჯები იდგმება, მაგრამ აფხაზეთთან დაკავშირებით საქართველოს აქვს გეგმა, დაიბრუნოს კონტროლი ამ ტერიტორიაზე", -განაცცხადა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება, შემაშფოთებელია. პრემიერი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულება ამ ფორმით გაფორმდება, ის, პირველ რიგში იქნება საფრთხის შემცველი აფხაზებისთვის, "როგორც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ერისთვის".
"არ მინდა დავიჯერო, რომ აფხაზეთის მოსახლეობა და აფხაზი ერი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, აღიარებისა და ე.წ დამოუკიდებლობის მიღწევისთვის. ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთში არაერთგვაროვანი პოზიცია დაფიქსირდა, საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ ამ ტექსტის მისამართით",- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, აფხაზეთთან მიმართებაში აქვს კონკრეტული იდეა, თუმცა ამაზე ჯერ უსაფრთხოების საბჭოში უნდა იმსჯელონ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 946
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია