დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ზალკალიანი პრეზიდენტების გვარების არევას გაეროს სამდივნოს შეცდომად აფასებს
ავტორი:
2014/სექტემბერი/17 14:00:02
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გასაჯაროებულ, გაეროს გენერალური მდივნის 25 თებერვლით დათარიღებული წერილის ადრესატად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილია მითითებული.
როგორც ზალკალიანმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა, მათი მიმართვის საფუძველზე, გაერომ ახალ წერილში პრეზიდენტის სახელი და გვარი ჩაასწორა, თუმცა თარიღი უცვლელი დატოვა.
"გაეროს მისიაში 25 თებერვლით დათარიღებული წერილი შესულია 14 მარტს. მინდა გაჩვენოთ ეს წერილი, რომელიც ფოსტითაა მოსული გაეროს სამდივნოდან და გამოგზავნილია ყოფილი პრეზიდენტის სახელზე. მას ხელს აწერს გაეროს სამდივნოს წარმომადგენელი. იმის გამო, რომ წერილის ადრესატად მითითებული იყო მიხეილ სააკაშვილი, მისიამ გაეროს სამდივნოს წერილი მისწერა და სთხოვა, შეესწორებინა ეს შეცდომა. რამდენიმე თვის შემდეგ, მაისში მივიღეთ წერილის ახალი, კორექტირებული ვერსია პრეზიდენტ მარგველაშვილის სახელზე, მაგრამ მასში თარიღი არ იყო შეცვლილი, ამიტომაც მასზე ისევ 25 თებერვალია მითითებული", - განაცხადა ზალკალიანმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, მისი შეფასებით, ყველა გაუგებრობა გაეროს უკავშირდება თუ არა, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ "რა თქმა უნდა, ეს არის გაეროს სამდივნოს შეცდომა".



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 990
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია