დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ავტორი:
2014/სექტემბერი/10 15:00:02
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს სებასტიან კურცს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ავსტრია საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით იჩენს. შეხვედრისას ასევე აღინიშნა ასოცირების ხელშეკრულების დროულად რატიფიცირების მნიშვნელობა. განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონალური თანამშრომლობის პროექტები და ნატოს უელსის სამიტზე მიღწეული შედეგები.
"ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტთან. მოხარული ვარ, რომ მომეცა საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა. ავსტრიის ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობების მინისტრის რანგში ეს ჩემი პირველი ვიზიტია და იმედი მაქვს, ჩვენი ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა საქართველო-ავსტრიის თანამშრომლობის გაღრმავებისათვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით", - აღნიშნა სებასტიან კურცმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობის მიმართულებით თენგიზ ფხალაძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 944
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია