დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოზარ სუბარი რიჩარდ ნორლანდს შეხვდა
ავტორი:
2014/აგვისტო/25 17:00:02
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, რიჩარდ ნორლანდმა სოზარ სუბარს დევნილთა და განსახლების მინისტრობა მიულოცა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შეფასებით, სოზარ სუბარი სასჯელაღსრულების სტრუქტურაში წარმატებული მინისტრი იყო და მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალ თანამდებობასაც წარმატებით გაართმევს თავს.
მინისტრმა სოზარ სუბარმა რიჩარდ ნორლანდს სამინისტროს ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა დევნილთა განსახლებისა და დასაქმების, ლტოლვილებისა და რეპატრიანტების საკითხებზე იმსჯელეს.
სოზარ სუბარის განცხადებით, ხვალ მთავრობის სხდომაზე განსახილველად გავა ყოფილი "სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია".
რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან თანამშრომლობას.
შეხვედრას მინისტრის მოადგილე გვანცა შენგელია ესწრებოდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1088
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია