დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„საარჩევნო მარათონმა“ ოფიციალური სტარტი აიღო
„საარჩევნო მარათონმა“ ოფიციალური სტარტი აიღო
სულ ნანახია 1760
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით ცსკო ინფორმაციას ავრცელებს

 

საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტის არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით  ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა, სადაც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა.

 „8 ივნისიდან ოფიციალურად დაიწყო საარჩევნო კამპანია და ამოქმედდა საარჩევნო კანონმდებლობის ის მუხლები, რომლებიც განმარტავენ საარჩევნო კამპანიის წარმოების წესებს და რეგულაციებს, - აღნიშნა ანა მიქელაძემ. როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, პარტიას, რომელსაც პარლამენტში ჰყავს წარმომადგენელი, პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, შეუძლია, განცხადებით მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს არა უგვიანეს 12 აგვისტოსი. ხოლო,  პარტიებს, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, შესაძლებლობა ჰქონდათ, არჩევნების თარიღის დანიშვნამდეც  მიემართათ ცესკოს თავმჯდომარისთვის. მათთვის განცხადებით მიმართვის ბოლო ვადა 1 აგვისტოა, ასევე, 8 ივნისიდან საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილოების მიზნით, საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენელებს  აქვთ შესაძლებლობა, რეგისტრაციისთვის მიმართონ შესაბამის საოლქო  საარჩევნო კომისიას.

მოცემული დროისთვის, ცესკოს თავმჯდომარეს რესგისტრაციის მიზნით უკვე მიმართა 28-მა პოლიტიკურმა პარტიამ, მათგან 5-მა კი უკვე გაიარა  რეგისტრაცია.

 1 მაისის მდგომარეობით, ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულია 3 473 316 ამომრჩეველი.

საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის არჩევნების  ორგანიზებას  ამ ეტაპზე შექმნილ 3 634  საარჩევნო უბანზე.

ცესკოში გამართულ სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის არჩევნებისთვის დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი. ასევე, არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის:

1.   დამტკიცდა ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქცია;

2.   დადგინდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობა;

3.   გამოცხადდა საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსები.

საარჩევნო ადმინისტრაცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ არჩევნებში ჩართულმა ყველა მხარემ განახორციელოს საქმიანობები საქართველოს კანონმდებლობისა და აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

 

 საარჩევნო ადმინისტრაცია წარმატებას უსურვებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს!

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია