დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიკრო და მცირე მეწარმოეობის ხელშემწყობი პროექტი იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში
მიკრო და მცირე მეწარმოეობის ხელშემწყობი პროექტი იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში
სულ ნანახია 1618
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

2015 წლის 15 მარ­ტი­დან სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებში სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რების სა­მი­ნის­ტროს მე­წარ­მეობის გან­ვი­თა­რების სა­ა­გენ­ტომ სახელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებში „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ მიკ­რო და მცი­რე მე­წარ­მეობის ხელ­შეწყობის პრო­ექ­ტი და­იწყო,­რო­მელ­საც კონ­კურ­სის წე­სით შერ­ჩე­ულ ორ­გა­ნი­ზა­ციებთან თა­ნამ­შრომ­ლობით  ახორ­ცი­ე­ლებს. იმე­რეთ­ში, რა­ჭა-ლეჩხუმ­სა და ქვე­მო სვა­ნეთ­ში სა­ა­გენ­ტოს კონ­ტრაქ­ტო­რია აა­იპ„სა­ქარ­თვე­ლოს სკა­უ­ტუ­რი მოძ­რაობის ორ­გა­ნი­ზა­ცია - სა­ქარ­თვე­ლოს სკა­უ­ტები“.

იმე­რეთ­ში, რა­ჭა-ლეჩხუმ­სა და ქვე­მო სვა­ნეთ­ში 2015 წლის შე­დე­გებისა და პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რეობის შე­სახებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღებად პრო­ექ­ტის მე­ნეჯერს, გო­გი კახიძეს ვე­საუბრეთ.

 

გო­გი კახიძე: „ქვეყნის ეკო­ნო­მი­კის­თვის მთა­ვა­რი და­საყრდე­ნი მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სია. მიკ­რო და მცი­რე მე­წარ­მეობის ხელ­შეწყობის პრო­ექ­ტი კი მე­წარ­მეების და­ფი­ნან­სებისა და ცოდ­ნის ამაღ­ლების გზით სახელ­მწი­ფოს­გან  მა­თი მხარ­და­ჭე­რის ერთ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­ქა­ნიზ­მია. იმე­რეთ­ში, რა­ჭა-ლეჩხუმ­სა და ქვე­მო სვა­ნეთ­ში პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი რა­უნ­დის ბიზ­ნეს იდეების კონ­კურ­სში 2600-მდე ფი­ზი­კურ­მა პირ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლეობა, აქე­დან 575 ბენე­ფი­ცი­ა­რი შე­ირ­ჩა, რო­მელ­თაც შე­საძ­ლებლობა მი­ე­ცათ, დას­წრებოდ­ნენ  ორ­დღი­ან ტრე­ნინ­გებს  ბიზ­ნესგეგ­მის შედ­გე­ნის  თე­მა­ზე,­ რის შემ­დე­გაც ისი­ნი ბიზ­ნესგეგ­მის კონ­კურ­სში ჩა­ერ­თვნენ. სა­ერ­თო ჯამ­ში, პირ­ვე­ლი რა­უნ­დის ფარ­გლებში 230 ახალი და უკ­ვე არ­სებული ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რებაში მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლეობა.“

გა­გაც­ნობთ რამ­დე­ნი­მე წარ­მა­ტებულ ის­ტო­რი­ას

 

სამ­კერ­ვა­ლო სა­ლო­ნი                                                                                                                       

ელი­სო გე­გე­ნა­ვამ­, რო­მე­ლიც 12 წლის ასა­კი­დან ქსოვს, მიკ­რო და მცი­რე მე­წარ­მეობის ხელ­შეწყობის პრო­ექ­ტის დახმა­რებით სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნობის­თვის სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი შე­ი­ძი­ნა და ქუ­თა­ის­ში, სა­ვაჭ­რო ცენტრ „ქარ­ვას­ლა­ში“ მა­ღა­ზია - სამ­კერ­ვა­ლო სა­ლო­ნი გახსნა, სა­დაც       „HANDMADE ELISSABEDI-ის მარ­კით აწარ­მოებს და ყიდის პრო­დუქ­ცი­ას.

 

ბავ­შვთა გა­სარ­თობი ცენ­ტრი „პან­და“

ამხანა­გობა „პან­და“ იმ მშობლებს აერ­თი­ა­ნებს, რომ­ლებმაც სა­კუ­თარ შვი­ლებზე დაკ­ვირ­ვებით ბავ­შვთა სა­ჭი­როებები შე­ის­წავ­ლეს და მიკ­რო და მცი­რე მე­წარ­მეობის ხელ­შეწყობის პრო­ექ­ტის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით გა­სარ­თობი ცენ­ტი „პან­და“ გახსნეს. ამხანა­გობის თავმჯდო­მა­რის ლონ­და ჭან­ტუ­რი­ას განცხადებით, მიუხედა­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი ახალბედა მე­წარ­მეები არი­ან, პრო­ექ­ტის ფარ­გლებში ტრე­ნინ­გებში ჩარ­თვით საკ­მა­რი­სი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლება მი­ი­ღეს საქ­მი­ა­ნობის წარ­მა­ტებით გან­სახორ­ცი­ე­ლებლად.

 

ქალ­თა და მა­მა­კაც­თა სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი

ნა­ნა ქა­თა­მა­ძე მიკ­რო და მცი­რე მე­წარ­მეობის ხელ­შეწყობის პრო­ექ­ტის კი­დევ ერ­თი ბენე­ფი­ცი­ა­რი­ა, რო­მელ­მაც სახელ­მწი­ფოს­გან  მო­პო­ვებული თა­ნა­და­ფი­ნან­სებით სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნის­თვის სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი შე­ი­ძი­ნა და ტყიბულის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ორ­პირ­ში პირ­ვე­ლი სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი გახსნა.

 

კომბინი­რებული საკ­ვების სა­წარ­მო

ომარ ჩიხრა­ძე მიკ­რო და მცი­რე მე­წარ­მეობის ხელ­შეწყობის პრო­ექ­ტის ერთ-ერ­თი ბენე­ფი­ცი­ა­რი­ა, რო­მელ­საც უკ­ვე 30 წე­ლია, კომბინი­რებული სა­წარ­მოს შექ­მნის იდეა აქვს. ბატონ­მა ომარ­მა სახელ­მწი­ფო პროგ­რა­მის შე­სახებ ტე­ლე­ვი­ზი­ით შე­იტყო, ბიზ­ნეს პარ­ტნი­ო­რებთან ერ­თად ამხანა­გობა  „იმე­რე­თი“ ჩა­მოაყალიბა, კონ­კურ­სში ჩა­ერ­თო და სახელ­მწი­ფოს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით ხონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კომბინი­რებული საკ­ვების სა­წარ­მო გახსნა. თა­ნა­და­ფი­ნან­სების თანხით ამხანა­გობამ სა­წარ­მოო და­ნად­გა­რი შე­ი­ძი­ნა, რო­მე­ლიც  სა­ათ­ში 3 ტო­ნა საკ­ვების გა­და­მუ­შა­ვებას უზ­რუნ­ველყოფს. მე­წარ­მეების განცხადებით, ისი­ნი ნედ­ლე­ულს ად­გილ­ზე, მო­სახლეობის­გან შე­ი­ძე­ნენ, და­ნად­გა­რის სა­შუ­ა­ლებით კი ­სი­მინ­დის, სო­ი­ოს, ქე­რის, შვრი­ის კომბინი­რებას, ასე­ვე  უხეში საკ­ვები თი­ვი­სა და ჩა­ლის დაფ­ქვას შეძ­ლებენ. კომბინი­რებული საკ­ვების სა­წარ­მო ცხოვე­ლების­თვის                                          ჯან­საღ საკ­ვებს და­ამ­ზა­დებს.

 

***

„2015 წელს პრო­ექ­ტის ფარ­გლებში მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და მრა­ვალ­რიცხოვა­ნი ბიზ­ნესს იდეების გა­ნაცხადები მი­ვი­ღეთ, თუმ­ცა, ეს პრო­ექ­ტის მხოლოდ პირ­ვე­ლი ნახევა­რია. პრო­ექ­ტის მე­ო­რე რა­უნ­დი წინ არის. 2016 წლის თებერ­ვალ­ში ბიზ­ნეს იდეების კონ­კურ­სი  კვლავ გა­მოცხად­დება. და­ვე­ლო­დებით ახალ  ინო­ვა­ცი­ურ  იდეებს“  - გა­ნაცხადა გო­გი კახიძემ.

 

სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია:

მი­სა­მარ­თი:

ქ.ქუ­თა­ი­სი, მ.კოს­ტა­ვას ქ.?9.

 

E-mail: sme@scout.ge

Tel.: 0431 25 55 74

www.qartu­li&ge

www.ent­erprise.gov.ge

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია