დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მა­რი­ნა კვი­ტაშ­ვი­ლი: „პირ­ვე­ლი ნა­კა­დის პა­ცი­ენ­ტების სისხლში C ვი­რუ­სი უკ­ვე აღარ არ­სებობს!“
მა­რი­ნა კვი­ტაშ­ვი­ლი: „პირ­ვე­ლი ნა­კა­დის პა­ცი­ენ­ტების სისხლში C ვი­რუ­სი უკ­ვე აღარ არ­სებობს!“
ავტორი: ნატო გუბელაძე
სულ ნანახია 2011
ავტორი:
ნატო გუბელაძე
მსგავსი სიახლეები

სა­ზო­გა­დოებისათ­ვის ცნობილია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­იწყო და აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რეობს C ჰეპა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის პირ­ვე­ლი ეტა­პი, რომ­ლის­ფარ­გლებშიც მოხდება 5000 პა­ცი­ენ­ტის დი­აგ­ნოს­ტი­რება და უფა­სო მკურ­ნა­ლობა  C ჰეპა­ტი­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო უახლე­სი ან­ტი­ვი­რუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტებით (სო­ფოსბუვი­რი).

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბოლო მო­ნა­ცე­მებით, ამჟამად პროგ­რა­მა­ში უკ­ვე და­რე­გის­ტრი­რებულია 7600-ზე მე­ტი პა­ცი­ენ­ტი, ხოლო მკურ­ნა­ლობა და­იწყო 2100-მა პა­ცი­ენ­ტმა.

 

ჰეპა­ტი­ტის და ზო­გა­დად ვი­რუ­სუ­ლი და­ა­ვა­დებების მკურ­ნა­ლობა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რეობს თბილი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდ­სი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრში. ბუნებრი­ვია, ამ ახალი პროგ­რა­მის პე­რი­ოდ­შიც პა­ცი­ენ­ტთა გან­სა­კუთ­ტრებულიშე­მო­ტე­ვასწო­რედ ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გიების ცენტრს აქვს.

დღეს ჩვე­ნი რუბრი­კისვიცხოვ­როთვი­რუ­სის გა­რე­შე“  სტუ­მა­რია ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გიების ცენ­ტრის ჰეპა­ტო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი მა­რი­ნა კვი­ტაშ­ვი­ლი. აქ­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სიმბოლუ­რია იმის აღ­ნიშ­ვნა, რომ ქალბატო­ნი მა­რი­ნას დე­დაეთერ ბოც­ვა­ძე გახლდათ სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰეპა­ტო­ლო­გი­უ­რი სკო­ლის ერთ-ერ­თი და­მა­არ­სებელი და ხელ­მძღვა­ნე­ლი.

 

დიალოგი

 

- ქალბატო­ნო მა­რი­ნა, C ჰეპა­ტი­ტის დი­აგ­ნო­ზი ჯერ კი­დევ  ერ­თი-ორი თვის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში  სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნად ით­ვლებოდა. ვიდ­რე იმა­ზე ვი­საუბრებდეთ, დღეს რა მდგო­მა­რეობა არის ამ კუთხით, იქ­ნებ ამ ვი­რუ­სის შე­სახებ ცო­ტა რამ უთხრათ ჩვენს მკითხველს.

 

- ეს ვი­რუ­სი 1987 წელს ამე­რი­კელ­მა მეც­ნი­ერ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, ხოლო შემ­დგომ, 1994 წელს C ჰეპა­ტი­ტის წი­ნა­აღ­მდეგ პირ­ვე­ლი თაობის რე­აქ­ტი­ვები გაჩ­ნდა. ეს რე­აქ­ტი­ვები შემ­დგომ­ში კი­დევ უფ­რო გან­ვი­თარ­დასა­ქარ­თვე­ლო­ში  უკ­ვე 1996 წლი­დან  ხდებოდა C ჰეპა­ტი­ტის ვი­რუ­სის დი­აგ­ნოს­ტი­კა

 

ჩვენს ქვეყანა­ში  ჰეპა­ტო­ლო­გი­უ­რი სკო­ლა ჩა­მოაყალიბა და ამ პრო­ცესს ხელ­მძღვა­ნე­ლობდა აკა­დე­მი­კო­სი, ქალბატო­ნი ეთერ ბოც­ვა­ძე და დღეს­დღეობით მის დაწყებულ საქ­მეს ვაგ­რძე­ლებთ. დი­დი მად­ლობა უნ­და ვუთხრათ ასე­ვე, ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გიების ცენ­ტრის დი­რექ­ტორს, ბატონ თენ­გიზ ცერ­ცვა­ძეს, რად­გან ამ სფე­რო­ში დაწყებული დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი და ზო­გა­დად, კლი­ნი­კუ­რი მიმ­დი­ნა­რეობა არ ჩა­აგ­დო და ყვე­ლა­ფე­რი, რაც კი თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა­ში არ­სებობს ჰეპა­ტი­ტის დი­აგ­ნოს­ტი­კის­თვისსა­ქარ­თვე­ლო­შიც არის. სწო­რედ ამან  - ჩვე­ნი კო­ლე­გების მა­ღალ­მა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მმა და დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ცენ­ტრის სრულ­ფა­სოვ­ნებამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ ჩვე­ნი ქვეყანა შე­ირ­ჩა ამ პროგ­რა­მის - „STOP-C”- შე­სას­რუ­ლებლად.

 

- რო­გორ ფიქ­რობთ, სა­ერ­თოდ რა­ტომ მოხდა სა­ქარ­თვე­ლო­ში  C  ვი­რუ­სის ასე­თი მას­შტაბური გავ­რცე­ლება და ძი­რი­თა­დად, რა გზით შე­იძ­ლება და­ა­ვად­დეს ადა­მი­ა­ნი ამ ვი­რუ­სით?

 

- ყვე­ლას­თვის ცნობილია და ახალს არა­ფერს გეტყვით, რომ, პირ­ველ რიგ­შიეს არის ნარ­კო­მა­ნების და­ა­ვა­დება. სამ­წუხაროდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ა­ვა­დებულ­თა დაახლოებით 70-75% ამ გზით ავად­დება. თუმ­ცა, ისიც უნ­და ით­ქვას, რომ ეს ზუს­ტად არა­ვის შე­უ­მოწ­მებია და ძა­ლი­ან ძნე­ლია ამის სტა­ტის­ტი­კის წარ­მოება.

 

მე­ო­რე გზა და­ა­ვა­დებისა, არის ტა­ტუ­ი­რება. ტა­ტუ­ი­რების დროს ყვე­ლა ადა­მი­ან­ზე ნემ­სი უნ­და იყოს გა­მოც­ვლი­ლი. რამ­დე­ნად არის ეს წე­სი და­ცუ­ლი, მე ვერ გეტყვით. სხვა­თა­შო­რის, ამის წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნი­აც იყო წა­მოწყებული.

 

მე­სა­მე - ეს არის სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი მა­ნი­პუ­ლა­ციები. თუმ­ცა, სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი მა­ნი­პუ­ლა­ციები დღეს აქ­ტი­უ­რი არ არის და მინ­და ხაზ­გას­მით ვთქვა, რომ თუ ერ­თე­უ­ლი შემთხვე­ვები არ­სებობს, ეს მხოლოდ იმის ბრა­ლია, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლი ჰიგი­ე­ნა არ არის და­ცუ­ლი და სტე­რი­ლი­ზა­ცია არის დარ­ღვე­უ­ლი. ანუ, საუბარი იმა­ზე, რომ მა­ღა­ლი დო­ნის სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კებში და­ა­ვად­დეს ადა­მი­ა­ნი C ჰეპა­ტი­ტით, გა­მო­რიცხულია.

რაც შეეხება, ზო­გა­დად სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ციებს - დაწყებული ერთჯერა­დი ნემ­სით, დამ­თავ­რებული ნების­მი­ე­რი ოპე­რა­ცი­ით - ეს არის კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რიცხული. ძა­ლი­ან ბევ­რი კერ­ძო კლი­ნი­კა არ­სებობს და  ყვე­ლამ იცის, ეს ერ­თი შეც­დო­მაც რომ მოხდეს, ამით ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდება.

 

თუმ­ცა, არ შე­იძ­ლება იმის და­მალ­ვაც, რომ ხდება ხოლ­მე ასე­თი ერ­თე­უ­ლი შემთხვე­ვები და კო­ლე­გი­ა­ლობის გა­მო, მე ამას ვერ ვიტყვი, რა თქმა უნ­და. თუმ­ცა, საბედ­ნი­ე­როდ ასე­თი იყო მხოლოდ ერ­თე­უ­ლი შემთხვე­ვები.

რაც შეეხება სა­პა­რიკ­მახეროებს, ეს სფე­რო კი ნამ­დვი­ლად მი­სახედია, თუმ­ცა ვერ ვიტყვი, რომ სა­პა­რიკ­მახერო­ში და­ა­ვა­დების მა­ღა­ლი რის­კი არ­სებობს, რად­გან თუ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია არა აქვს იმ ადა­მი­ანს, ვი­სი სისხლიც შე­იძ­ლება მოხვდეს სხვის სისხლში, მა­შინ გა­მო­რიცხულია და­ა­ვა­დება. C ჰეპა­ტი­ტი რომ და­ე­მარ­თოს ვინ­მეს, სა­ჭი­როა სისხლის წვე­თის  მე­ა­თი­ა­თა­სე­დი მა­ინც იყოს და­ა­ვა­დებული, მა­შინ, რო­ცა მა­გა­ლი­თად,  B-ჰეპა­ტი­ტის დროს ეს მაჩ­ვე­ნებელი არის მე­ტი - 0.04. ამი­ტომ არის ბე უფ­რო ძლი­ე­რი და  ავი ვი­რუ­სი.

 

- რო­გორც უკ­ვე ვთქვით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რა­მა მიმ­დი­ნა­რეობს C-ჰეპა­ტიტ­თან და­კავ­ში­რებით - „STOP C” და პირ­ვე­ლი კარ­გი შე­დე­გებიც არის. ბევრ პა­ცი­ენტს უკ­ვე ვი­რუ­სი აღარ აქვს სისხლში. დღე­ვან­დე­ლი გა­და­სახედი­დან რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ამ პროგ­რა­მის მიმ­დი­ნა­რეობას და  თუ არის უკ­ვე პირ­ვე­ლა­დი სტა­ტის­ტი­კარამ­დენ ადა­მი­ანს გა­უქ­რა ამ ეტაპ­ზე ეს ვი­რუ­სი?

 

- უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ „STOP C”- პროგ­რა­მის ფარ­გლებში ძი­რი­თა­დი დატ­ვირ­თვა ავადმყოფების რა­ო­დე­ნობის მხრივ მო­დის ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ჰეპა­ტო­ლო­გებზე და მინ­და, რომ ჩემს კო­ლე­გებს დი­დი მად­ლობა გა­და­ვუხადო ასე­თი თავ­და­დებული შრო­მის­თვის. არ შე­იძ­ლებაარ აღ­ვნიშ­ნო  ჩვე­ნი კლი­ნი­კის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი მა­რი­ნა ეზუგბაია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გვი­ად­ვი­ლებს  წამ­ლების და ანა­ლი­ზების რე­გუ­ლა­ცი­ას და ..

 

  რაც შეეხება სტა­ტის­ტი­კას, იმ მო­ნა­ცე­მებით, რაც ჩვენ გვაქვს, ანუ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე პირ­ვე­ლი ნა­კა­დის ავადმყოფებში ვი­რუ­სი აღარ არ­სებობს. შე­საძ­ლებელია, ერ­თე­უ­ლი შემთხვე­ვა იყოს, მაგ­რამ ჩვენ ამის შე­სახებ არ ვი­ცით. ამას მე ვაცხადებ ინ­ფექ­ცი­ურ-პა­თო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრის სახელით. რაც შეეხება მე­ო­რე ნა­კადს, ზუს­ტი მო­ნა­ცე­მი ჯერჯერობით არ არ­სებობს, რად­გან არ დამ­თავ­რებულა მა­თი მკურ­ნა­ლობა.

 

- ხომ არ გა­მო­იწ­ვია მკურ­ნა­ლობის კურ­სმა რა­ი­მე სახის უკუ­რე­აქ­ცია ავადმყოფებში და გა­მოვ­ლინ­და თუ არა რა­ი­მე გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნები?

 

- ასე­თი შემთხვე­ვები, რა თქმა უნ­და, არის, მაგ­რამ ეს არის ერ­თე­უ­ლი და ამ პრო­ცესს ძა­ლი­ან კარ­გად მარ­თა­ვენ ხოლ­მე ჩვე­ნი კლი­ნი­კის ჰეპა­ტო­ლო­გები. მომხდა­რა ისეც, რომ ორი-სა­მი ავამდყოფი კლი­ნი­კა­ში მოხვდა, მაგ­რამ 24 სა­ათ­ში უკეთ გახდა და გა­ე­წე­რენ. ესე­ნი იყვნენ ისე­თი ავადმყოფები, რომ­ლებსაც ჰქონ­დათ დე­კომ­პენ­სი­რებული ცი­რო­ზი. ასე­ვე, რე­აქ­ციები აქვთ ხოლ­მე ინ­ტერ­ფე­რონ­ზე. ისიც უნ­და ით­ქვას, რომ ინ­ტერ­ფე­რო­ნით მკურ­ნა­ლობა, რო­მე­ლიც 12 კვი­რა­ში მთავ­რდება, არის ძა­ლი­ან დი­დი მიღ­წე­ვა და 20%-ით უფ­რო მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებელია გა­მოჯან­მრთე­ლების. თუმ­ცა, არი­ან ავადმყოფებიც, რომ­ლებსაც ინ­ტე­ფე­რონს ვერ და­უ­ნიშ­ნავ.

სა­ერ­თოდ, ამ პროგ­რა­მით ძა­ლი­ან დი­დი საქ­მე გა­კეთ­და და  სა­ზო­გა­დოება მად­ლი­ე­რი უნ­და იყოს  ჩვე­ნი მთავ­რობის, გნებავთ - ჩვე­ნი მი­ნის­ტრის, მაგ­რამ ვერც მთავ­რობა და  ვერც მი­ნის­ტრი ვე­რა­ფერს  შეძ­ლებდა, თუ არა მა­ღა­ლი დო­ნის ექი­მები - ძი­რი­თა­დად ჩვე­ნი კლი­ნი­კის ჰეპა­ტო­ლო­გები...

 

რა თქმა უნ­და, სხვებიც არი­ან, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი დატ­ვირ­თვა მა­ინც ჩვენს კლი­ნი­კა­ზე მო­დის. ასე­ვე, ეს პროგ­რა­მა ვერ განხორ­ცი­ელ­დებოდა, რომ არ ყოფი­ლიყო  გა­მოკ­ვლე­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე სა­შუ­ა­ლებები აპა­რა­ტუ­რუ­ლი თვალ­ზას­რი­სით.

 

 აქ­ვე აუ­ცი­ლებლად მინ­და, ვთქვა პა­ცი­ენ­ტთა პა­სუხის­მგებლობაზე - სამ­წუხაროდავადმყოფების ნა­წილს ვერ გა­უც­ნოებიე­რებია, რა პროგ­რა­მა­ში მოხვდნენ და ხშირ შემთხვე­ვა­ში აუ­ცი­ლებელ მო­ნი­ტო­რინგს არ იტა­რებენ, ანუ ანა­ლი­ზებს არ იღებენ ძა­ლი­ან ელე­მენ­ტა­რუ­ლი მი­ზე­ზებით: ან ამბობენ, რომ არ შე­უძ­ლი­ათ და ვერ ჩა­მოვ­ლენ, ან - არა აქვთ ამის თანხები. ეს იმ­დე­ნად სა­სა­ცი­ლო არ­გუ­მენ­ტებია ამხელა პროგ­რა­მა­ში, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მი­უ­თი­თებს თვი­თონ პი­როვ­ნების და გნებავთ, ქარ­თვე­ლი კა­ცის უპა­სუხის­მგებლობაზე. რო­დე­საც ქვეყანა ასეთ რა­ღა­ცას გი­კე­თებს, რო­დე­საც ექი­მი ყოველ­დღი­უ­რად გი­რე­კავს და გეუბნება - უნ­და ჩა­მოხვი­დე მო­ნი­ტო­რინ­გის­თვის და არა მარ­ტო ექი­მი - სა­დაც წა­მალს იღებენ, იქაც ეუბნებიან, რომ აუ­ცი­ლებელია ეს მო­ნი­ტო­რინ­გი, ასე­თი მოქ­ცე­ვა არის ძა­ლი­ან დი­დი და­უ­დევ­რობა და ასე­თი და­უ­დე­ვა­რი ხალხის არ­სებობის გა­მო შე­იძ­ლება, ის შე­დე­გი ვერ მი­ი­ღოს სახელ­მწი­ფომ და ჩვენ­მა შრო­მამ, რო­გო­რიც გვინ­და...

 

- სა­ერ­თოდ, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რად გეჩ­ვე­ნებათ ლო­ზუნ­გისა­ქარ­თვე­ლო C ჰეპა­ტი­ტის გა­რე­შე“?

 

- ეს ძა­ლი­ან სა­დაო სა­კითხია, თუმ­ცა, ერ­თი შე­მიძ­ლია და­ნამ­დვი­ლებით ვთქვა - ის ავადმყოფები, რომ­ლებიც ამ პროგ­რა­მა­ში მი­ი­ღებენ მო­ნა­წი­ლეობას, იქ ნამ­დვი­ლად მოხდება ელი­მი­ნი­ა­ცია, ანუ ვი­რუ­სის მოკ­ვლა სისხლში. მაგ­რამ ისე­ვე, რო­გორც ჩვენ, ამ პროგ­რა­მის გა­რე­შე არ ვი­ცით წი­თე­ლას ეპი­დე­მია რო­დის მო­ვა ან ყბაყურის ეპი­დე­მია, შემ­დეგ რას იზა­მენ ჩვე­ნი ქარ­თვე­ლები და კი­დევ ამ პროგ­რა­მის შემ­დეგ რამ­დე­ნად იქ­ნება ნარ­კო­მა­ნია გავ­რცე­ლებული, რამ­დე­ნად ისევ და­უც­ვე­ლი სექ­სი ექ­ნებათ და რამ­დე­ნად მო­უ­წეს­რი­გებლები იქ­ნებიან თა­ვის ჰიგი­ე­ნა­ში, ეს ძა­ლი­ან ძნე­ლი სათ­ქმე­ლია. სახელ­მწი­ფომ რაც შეძ­ლო „STOP C”- პროგ­რა­მა­ში, ეს აუ­ცი­ლებლად შეს­რულ­დება.

 

- რო­გორც  ცნობილია, ეს პროგ­რა­მა მო­ი­ცავს მხოლოდ  C ჰეპა­ტიტს, მა­შინ რო­დე­საც B ჰეპა­ტი­ტი არა­ნაკ­ლებ მძი­მე ვი­რუ­სია, მაგ­რამ პროგ­რა­მით არ არის გათ­ვა­ლის­წიებული. სა­ერ­თოდ, რა მდგო­მა­რეობაა ამ ვი­რუ­სების თვალ­საზ­რი­სით სა­ქარ­თვე­ლო­ში?

 

- ჰეპა­ტი­ტების ვი­რუ­სებიდან ყვე­ლა­ზე მძი­მე არის D ჰეპა­ტი­ტი, რო­მე­ლიც B-ჰეპა­ტიტ­თან ერ­თად არ­სებობს და საბედ­ნი­ე­როდ, მთელს მსოფ­ლი­ო­ში და ჩვენ­თა­ნაც და­ა­ვა­დებულ­თა დაბალი პრო­ცენ­ტია, მაგ­რამ ამ პროგ­რა­მა­ში ვერ ჩას­ვა­მენ იმი­ტომ, რომ სო­ფოსბუვი­რი მოქ­მე­დებს მარ­ტო C ვი­რუს­ზე. მარ­თა­ლია A, B, C, D დაჰეპა­ტი­ტებს ერ­თი სა­ერ­თო აქვთ - ღვიძლს აზი­ა­ნებენ, მაგ­რამ ისი­ნი თა­ვი­სი მოქ­მე­დებით, ხასი­ა­თით და აღ­ნა­გობით სხვა­დასხვა არი­ან და  ეს წა­მა­ლი - რო­მელ­მაც გა­აძ­ლი­ე­რა  C ჰეპა­ტი­ტის მკურ­ნა­ლობა, არ მოქ­მე­დებს B ვი­რუს­ზე. გარ­და ამი­სა,  C ვი­რუ­სი არა მხოლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელს მსოფ­ლი­ო­შია აქ­ტუ­ა­ლუ­რი.

 

- ქალბატო­ნო მა­რი­ნა, მა­ინც რა არის მთა­ვა­რი, რას ურ­ჩევთ მკითხველს, რო­გორ და­იც­ვან თა­ვი C ჰეპა­ტი­ტის­გან?

 

- C ჰეპა­ტი­ტი­სა­გან თა­ვის დაც­ვა და­კავ­ში­რებულია ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ პრობლე­მას­თან - ანუ ნარ­კო­მან­მა რო­გორ უნ­და და­იც­ვას თა­ვი. ის, რომ ნარ­კო­მა­ნია არ უნ­და იყოს, ეს არის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა. ის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად არ შე­მო­დი­ო­დეს ნარ­კო­ტი­კები - ეს არის პირ­ვე­ლი პრე­ვენ­ცია. სამ­წუხაროა, რომ ადა­მი­ა­ნი  გამ­დიდ­რების­თვის სხვის შვი­ლებს ამახინჯებს. ძა­ლი­ან მიკ­ვირს, რომ ქარ­თვე­ლები ამას აკე­თებენ, იმი­ტომ, რომ ქარ­თვე­ლის ბუნებაში არ უნ­და იყოს ეს. ასე­ვე, აუ­ცი­ლებლად სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და ტა­ტუ­ი­რების კუთხითაც უნ­და იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნებული ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე. ანუ, შე­იძ­ლება ით­ქვას, რომ C-ჰეპა­ტი­ტის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლო პირ­და­პირ პრო­პორ­ცი­უ­ლა­დაა და­კავ­ში­რებული იმას­თან, თუ რამ­დე­ნად მო­წეს­რი­გებული იქ­ნება არა მხოლოდ ექი­მი და სტო­მა­ტო­ლო­გი, არა­მედ ის მომ­სახურე პერ­სო­ნა­ლი, რო­მე­ლიც არის ამა თუ იმ და­წე­სებულებაში.

 

- ქა­ლა­ტო­ნო მა­რი­ნა, ჩვე­ნი საუბრის და­სას­რულს უნ­და გა­გახსე­ნოთ  წლების წინ თქვე­ნი და ირი­ნა აბჟან­და­ძის მოწყობილი ფო­ტო­გა­მო­ფე­ნა, რო­მე­ლიც ერ­თგვა­რი აქ­ცი­აც კი იყო C ჰეპა­ტი­ტი­სა და სხვა ვი­რუ­სუ­ლი და­ა­ვა­დებების წი­ნა­აღ­მდეგ...

 

- დიახ, ეს იყო მგო­ნი 2002 წე­ლი, რო­დე­საც გა­ვი­ცა­ნი ირი­ნა აბჟან­და­ძე, რო­მე­ლიც არა მხოლოდ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის ფო­ტოგ­რა­ფია, არა­მედ არის ძა­ლი­ან გა­ნათ­ლებული და არაჩ­ვე­უ­ლებრი­ვი პი­როვ­ნება. ის სრუ­ლი­ად შემთხვე­ვით, რო­გორც ფო­ტოგ­რა­ფი ჟურ­ნა­ლის­თვის ექი­მის გა­და­სა­ღებად მო­ვი­და ჩემ­თან და ჩვე­ნი საუბრის  შე­დე­გად გა­დავწყვი­ტეთ გაგ­ვე­კე­თებინა ფო­ტო­გა­მო­ფე­ნა, რო­მელ­საც ერ­ქვანო­ტაბენე,“ რაც ნიშ­ნავსმი­აქ­ცი­ეთ ყურად­ღება”, გან­გა­შია. სხვა­თა­შო­რის, ფო­ტოებით გა­მოხატუ­ლი იყო, თუ რა მდგო­მა­რეობაშიa და­ა­ვა­დებული ღვიძ­ლი ან სისხლდე­ნის შემ­დგო­მი  საყლა­პა­ვი... ქალბატო­ნი ირი­ნას დახმა­რებით, ეს იყო ერ­თგვა­რი აქ­ცია ჩე­მი მხრი­დან და მი­მარ­თუ­ლი იყო ში­ნა­უ­რი წამ­ლების წი­ნა­აღ­მდეგ. სამ­წუხაროდ, იმ პე­რი­ო­დის­თვის ძა­ლი­ან იყო მო­და­ში ში­ნა­უ­რი წამ­ლებით მკურ­ნა­ლობა და ამ წამ­ლების გა­მო, ბევ­რი ავადმყოფი კვდებოდა. დღეს­დღეობით ამის სა­შიშ­როება ნამ­დვი­ლად არ არის და ვფიქ­რობ რომ იმ აქ­ცი­ის და სხვა მსგავ­სი აქ­ციების და სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნიების დამ­სახურებაა, რომ დღეს C ჰეპა­ტი­ტით და­ა­ვა­დებულები უფ­რო გათ­ვით­ცნობიე­რებულები არი­ან.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია