დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
როგორ შეაფასებდით ახალი ხელისუფლების მიერ განვლილ ერთ წელს?
როგორ შეაფასებდით ახალი ხელისუფლების მიერ განვლილ ერთ წელს?
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 2228
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე
მსგავსი სიახლეები

ნებული სვანიძე, პედაგოგი: „შევაფასებდი დადებითად იმიტომ, რომ დიდი და სასიკეთო საქმე გაკეთდა ქვეყანაში: წინა ხელისუფლება გავიდა სამოღვაწეო ასპარეზიდან. მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვთ გასაკეთებელი, საზოგადოება დათრგუნული და გაღატაკებულია და ამას მიხედვა უნდა.“


მაგული შენგელია, პენსიონერი:  „მე, როგორც ევროპაში გადახვეწილი ემიგრანტი, ვინც არ უნდა იყოს მთავრობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში დავაფასებ, თუ ქართველებს ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების საშუალება გვექნება და არ მოგვიწევს სხვაგან წასვლა ლუკმა-პურის საშოვნელად.“


მარია გრიგოლაშვილი, დიასახლისი: „დასაწყისში თითქოს კარგად დაიწყეს მმართველობა, მაგრამ მერე ყველა დუნდება, მასე იყო სააკაშვილიც. პირველი ორი წელი ყველაფერს სწორად აკეთებდა, ბოლოს კი სულ აურია. აწი რა იქნება, არ ვიცი, მომავალი გვიჩვენებს.“


ოლიკო ტრაპაიძე, ექიმი: „უარყოფოთად შევაფასებ. უკეთესი არაფერი გაკეთებულა, განსაკითრებით სამედიცინო სფეროში, პირიქით - გაუარესდა სიტუაცია.


მაგული ღოღობერიძე, იურისტი: „ჯერჯერობით, ვერ ვიტყვი, რომ რამე უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ უნდა დაველოდოთ, დავაცადოთ ახალ ხელისუფლებას, გამოასწოროს ყველაფერი. მე უკეთესობის იმედი მაქვს.“


კარლო მაჭარაშვილი, მშენებელ-ინჟინერი: „ამ დროის განმავლობაში დიდად სახეირო არაფერი მომხდარა, მაგრამ უნდა შევუწყოთ ხელი ამ მთავრობას, ვადროვოთ, რომ მოაწესრიგოს ყველაფერი. ჩემი აზრით,  კოჰაბიტაცია უშლით ხელს, ალბათ, და ამიტომ ვერ არის თამამად „ქართული ოცნება“. დამთავრდება არჩევნები, ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და იმედია, მერე გამოსწორდება ყველაფერი.“


ჯამბული გელაზანია, პედაგოგი: „მთავარი, რაც ამ ერთ წელიწადში მოხდა, ისაა, რომ წავიდა ძველი მთავრობა. თუმცა, ბოლომდე მაინც არ არის წასული. ამიტომ, უნდა დაველოდოთ. ახალი მთავრობის მმართველობაში იყო რაღაც ძვრები ქვეყანაში, მაგრამ ისეთი არა, როგორსაც მთელი საქართველო ელოდა. ამიტომ, სანამ ეს არჩევნები არ ჩაივლის და  ყველაფერი არ დალაგდება თავის ადგილზე, მანამ კიდევ გაურკვევლობაში ვიქნებით.“

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია