დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გაქვს იდეა ქუთაისის განვითარებისთვის?
სულ ნანახია 1311
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

„შენი იდეა ქუთაისის განვითარებისთვის“ არის პროექტი, რომლის განხორციელება ქუთაისის მერიამ უკვე დაიწყო.

 

მიზანი: ქუთაისის სტრატეგიული განვითარების გეგმაში გასათვალისწინებელად მოქალაქეებიდან წამოსული იდეების, სურვილების, წინადადებების, რეკომენდაციების სისტემატიზაცია და ანალიზი.

- მოქალაქეების ჩართულობის ზრდა და სამოქალაქო აქტივობის გაძლიერება თვითმმართველობის მუშაობაში;

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:

- თვითმმართველობის მოხელეთა მიერ მოხდება ქუთაისის 12 ტერიტორიული ორგანოს მიხედვით მოქალაქეთა პირისპირ გამოკითხვა - ანკეტირება მათი იდეების, სურვილების, წინადადებებისა და რეკომენდაციების დადგენის მიზნით.

- მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ქუთაისის სტრატეგიული განვითარების გეგმის ფორმირებისათვის საკუთარი იდეები, წინადადებები, სურვილები და რეკომენდაციები წარადგინოს შემდეგი სახით:
პირისპირ ანკეტირების დროს, საამისოდ არსებულ გადასატან ყუთებში მოთავსებით;

ინტერნეტის საშუალებით web კითხვარით ტერიტორიულ ორგანოებში ადგილებზე წარდგენით ქუთაისის მერიის I სართულზე ტურიზმის საერთაშორისო ცენტრში წარდგენით, 22 ივლისს 12 სთ-ზე აკ. წერეთლის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში სამოქალაქო ფორუმზე.

- ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური უზრუნველყოფს სამოქალაქო ფორუმის შედეგების სისტემატიზაციას და ანალიზს, რომლის საფუძველზეც მომზადებული პროექტები გათვალისწინებული იქნება ქუთაისის სტრატეგიული განვითარების გეგმაში.

- განხორციელდება აქტიური საინფორმაციო კამპანია ადგილობრივი და ცენტრალური მედიის საშუალებით.

პროექტს ახორციელებს:

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია;

ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური;

 

საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური ტერიტორიულ ორგანოებში მერის რწმუნებულებთან ერთობლივად.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია