დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პეტიცია სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ
პეტიცია სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ
სულ ნანახია 1644
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

საქართველოს მოქალაქეებმა სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტთან დაკავშირებით პეტიცია მოამზადეს. პეტიციაში მოქალაქეები მთავრობას ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებს. „გვსურს, მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, შეცვალონ გადაწყვეტილება სოჭის ოლიმპიადაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფლება სისტემატურად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას და ახდენს საოკუპაციო ზოლის გადმოწევას, ვთვლით, რომ ყოვლად გაუმართლებელი იქნება საქართველოს მონაწილეობა სოჭის 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებში.

 

უკანასკნელი თვეების განმავლობაში საოკუპაციო ძალების ქმედებების შედეგად, დე ფაქტო საზღვრის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე წვდომისა და სასმელ-სარწყავი წყლის გარეშე აღმოჩნდა. აღნიშნული ქმედებით რუსეთის ხელისუფლება ცდილობს კონფლიქტის ზონასთან ახლოს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროებას და საკუთარი სოფლებიდან განდევნას. ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო შეურაცხყოფას ემსახურება რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2008 წლის აგვისტოს ომის ე.წ. გმირი აანთებს ოლიმპიურ ჩირაღდანს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის პროტესტის გამოცხადება იქნება საქართველოს ხელისუფლების ადეკვატური ნაბიჯი და პასუხი რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებებისა და საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფაზე.


მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოხატოს პროტესტი რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის საზიანოდ განხორციელებული ქმედებების წინააღმდეგ. სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარის თქმა იქნება მსოფლიო თანამეგობრობისადმი გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას,“ - ნათქვამია პეტიციაში.


 

პეტიციას ხელს აწერენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წევრები არიან. ხელმოწერები გრძელდება და ყველა მოქალაქეს, რომელიც სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებას ემხრობა, შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი შეხედულება.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია