დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რა პრინციპით მოხდება სოციალური დახმარების გაცემა
რა პრინციპით მოხდება სოციალური დახმარების გაცემა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 2221
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე

სოციალური დახმარების სააგენტოში შემუშავდა დახმარების მიღების ახალი მეთოდოლოგია.

ამ მეთოდოლოგიით სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება და საყოფაცხოვრებო საგნები (მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, წყლის გამათბობელი ავზი, გაზის წყლის გამათბობელი, გაზის გამათბობელი, კონდიციონერი, ტელევიზორი, თამბაქოს მოხმარება) აღარ იქონიებენ გავლენას ახალი ქულების განსაზღვრაში.

 

ძველი მეთოდოლოგიით ბენეფიციარები თანაბარ ფულად დახმარებას იღებდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი სარეიტინგო ქულა 57 000-ზე ნაკლები იყო.

 

სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ინფორმაციით, მოხდა სარეიტინგო ქულების გრადაცია. 30 000 ქულის ქვემოთ ოჯახის ნებისმიერი წევრი მიიღებს 60 ლარს, განსხვავებით ძველი ფორმულირებისგან, რომლის მიხედვითაც 57 000 სარეიტინგო ქულის ქვემოთ ოჯახის პირველი წევრი იღებდა 60 ლარს, ხოლო   ყოველი შემდგომი წევრი 48 ლარს.

 

30 000-დან 57 000 ქულამდე ოჯახის ნებისმიერი წევრი მიიღებს 50 ლარს და 10 ლარს ბავშვის დანამატს, 57 000-დან 60 000 ქულამდე ოჯახის ნებისმიერი წევრი მიიღებს 40 ლარს და 10 ლარს ბავშვის დანამატს, 60000-65 000 ქულამდე ოჯახის ნებისმიერი წევრი მიიღებს  30 ლარს და 10 ლარს ბავშვის დანამატს, ხოლო 65 000-100 000 ქულამდე ოჯახი მიიღებს მხოლოდ ბავშვის დანამატს 10 ლარს.

ახალი პროექტით, როგორც თავად სააგენტოში განმარტავენ, ოჯახებს, რომლებსაც 30 000 ნაკლები სარეიტინგო ქულა ექნებათ, სოციალური დახმარება გაეზრდებათ საშუალოდ 331 ლარამდე ბავშვის დანამატის გარეშე,  30 000-დან  57 000 ქულამდე - საშუალოდ 207 ლარამდე, 57000-დან 60 000-მდე - 163 ლარამდე, ხოლო 60 000-დან 65 000-მდე - 111 ლარამდე. ამ ცვლილების შედეგად 38 ათასი ოჯახით მეტი იქნება მოცული სოციალური დახმარებით.

 

ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით არაფერს ამბობენ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს  ქუთაისის ფილიალში. ხელმძღვანელის ხათუნა ცანავას თქმით, ახალი მეთოდოლოგია ჯერ არ არის დამტკიცებული და რეგიონალურ წარმომადგენლობას არ აქვს ამჟამად უფლება რაიმე ცვლილებებზე ისაუბროს.

 

„ვინაიდან ცვლილებები ჯერ ოფიციალურად არ არის დამტკიცებული, მე ამ საკითხში ვერ ვიქნები კომპეტენტური და ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემთ. როდესაც ოფიციალურ სახეს მიიღებს კანონი, შემდეგ ვისაუბროთ. ახლა კი, ჩემის მხრივ, უფლებამოსილების გადაჭარბება იქნება რაიმეს თქმა,“ - განაცხადა ხათუნა ცანავამ ჩვენთან საუბარში.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 450 ათასი მოქალაქე არის სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელი.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია