დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ადგილობრივი არჩევნების ძირითადი ვადები და პროცედურები
ადგილობრივი არჩევნების ძირითადი ვადები და პროცედურები
სულ ნანახია 1898
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

15 ივნისს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 71 საკრებულოს 2 088 წევრი, 12 მერი და 59 გამგებელი პირდაპირი წესით აირჩევა.

 

აფხაზეთიდან დევნილი ვეფხია მიქაუტაძე საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებას მოითხოვს.

 

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ბიუროს წევრმა მიქაუტაძემ 16 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ 2006 წელს შემუშავებული დადგენილების მიხედვით, როგორც აფხაზეთიდან დევნილს, ქუთაისში ჭავჭავაძის ?44-ში ერთოთახიანი ბინა უნდა მიეღო, თუმცა დღემდე ნაქირავებში ცხოვრობს.

 

„არსებობს გაეროს 320-ე დადგენილება, რომლის საფუძველზეც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნებისმიერ დევნილს ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე უნდა გადასცენ ბინა, მაგრამ არ გამითვალისწინეს. 8 წელია, ბინას ველოდები, თუმცა დღემდე იძულებული ვარ, ნაქირავებში ვიცხოვრო. ჩემთან ერთად 5 ადამიანი ელოდებოდა ბინას, ისინი 4 აპრილს დააკმაყოფილეს ფართით, მე კი არა. არაერთხელ მივმართე დევნილთა სამინისტროს წერილობითი თხოვნით, თუმცა არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. მოვითხოვ, განმიმარტონ, თუ რატომ არ მომცეს ბინა,“ განაცხადა ვეფხია მიქაუტაძემ.

 

აფხაზეთიდან დევნილს კიდევ ერთი წერილი აქვს დაწერილი იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის გიორგი სანთელაძის სახელზე, სადაც ის ითხოვს კუთვნილი ფართით უზრუნველყოფას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აპირებს, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს.

 

ქვემოთ მოცემულია საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული და ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ დამტკიცებული საარჩევნო გრაფიკის ძირითადი ვადები და პროცედურები.

 

14 აპრილიდან, არჩევნების დანიშვნის დღიდან ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია.

 

19 აპრილს ცესკო გამოაქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, მათ შორის ოლქების მიხედვით; ცესკო ვალდებულია სიებში კორექტივების შეტანის შედეგად ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის საბოლოო მონაცემები გამოაქვეყნოს ასევე 10 ივნისსაც.

 

19 აპრილს იწყება პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის პროცედურა, ხოლო საარჩევნო რეგისტრაციაზე საბოლოო გადაწყვეტილება  ათი დღის განმავლობაში მიიღება.

 

3 მაისს იწყება და 9 მაისს მთავრდება საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის პროცესი.

16 მაისს პარტიებმა და ბლოკებმა საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიული სიები და მაჟორიტარი კანდიდატები უნდა წარადგინონ - მაჟორიტართა წარ-დგენის უფლება აქვს ასევე საინი-ციატივო ჯგუფებს. ამავე დღეს იწურება პარტიებისბლოკების მიერ მერებისა და გამგებლების კანდიდატთა წარდგენის ვადა.

 

16 მაისს განისაზღვრება ასევე ბიულეტენზე საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.

22 მაისს იწურება მერობისა და გამგებლობის კანდიდატთა, ხოლო  23 მაისს საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადა.

 

კანდიდატებს არჩევნებში მონაწი-ლეობაზე უარის თქმა 5 ივნისამდე შეეძლებათ. თუ ისინი ამ თარიღის შემდეგ მოხსნიან თავიანთ კანდიდატურებს, მათი გვარები მაინც დარჩება საარჩევნო ბიულეტენებში.

 

5 ივნისამდე ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა უნდა მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციებს, რომელთა რეგისტრაციის საკითხიც მიმართვიდან ხუთ დღეში გადაწყდება.

 

8 ივნისს კი საერთაშორისო სადამ-კვირვებლო ორგანიზაციებს ეწურებათ რეგისტრაციისთვის ცესკო-სთვის მიმართვის ვადა. ცესკო-მ ან უნდა დაარეგისტრიროს, ან უარი უთხრას რეგისტრაციაზე განაცხადის წარდგენიდან ორი დღის ვადაში.

 

13 ივნისის დილის 8 საათიდან დაწყებული 15 ივნისის საღამოს 8 საათამდე, როდესაც კენჭისყრა სრულდება, პოლიტიკური რეიტინგების გამოქვეყნება იკრძალება.

 

15 ივნისს, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე იწყება და საღამოს 8 საათზე სრულდება, რასაც მოსდევს ხმების დათვლის პროცედურა. ამ დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია; აკრძალულია ასევე ტელევიზიებსა და რადიოებში საარჩევნო რეკლამის გაშვება.

 

საოლქო საარჩევნო კომისიები არაუგვიანეს 26 ივნისისა აჯამებენ საკრებულოსა და მერისგამგებლის არჩევნების შედეგებს და შემაჯამებელ ოქმებს გადასცემენ ცესკო-ს. არჩეული კანდიდატების უფლებამოსილების ვადა იწყება, ხოლო ძველისა წყდება შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს - 7 ივლისს.

 

თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგებს თავად ცესკო შეაჯამებს არაუგვიანეს 9 ივლისისა.

 

 

იმ შემთხვევაში თუ მერობის და გამგებლობის კანდიდატები არჩევნების დღეს ხმათა 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებენ, ცესკო გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად ნიშნავს მეორე ტურს, რომელიც დანიშვნის განკარგულების მიღებიდან ორ კვირაში იმართება. საჭიროების შემთხვევაში, მეორე ტურები ივლისში გაიმართება.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია