დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიყევი ინსტრუქციას - როგორ დაიბრუნო სახელმწიფოსგან 360 ლარი
მიყევი ინსტრუქციას - როგორ დაიბრუნო სახელმწიფოსგან 360 ლარი
სულ ნანახია 10254
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

დაახლოებით, 600 000-მდე დაბალშემოსავლიანი მოქალაქე, დაუბეგრავი მინიმუმის სახით, მაქსიმუმ 360 ლარს უკან მიიღებს

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, დაუბეგრავი მინიმუმის გაცემის მექანიზმებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურსა და კომერციულ ბანკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

2013 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში დაუბეგრავი მინიმუმის ცნება შეიტანა, რაც დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისათვის, რომელთა წლიური დარიცხული შემოსავალი 2013 წელს არ აღემატებოდა 6000 ლარს, დაუბეგრავი მინიმუმის სახით, მაქსიმუმ 360 ლარის უკან დაბრუნებას გულისხმობს.

 

ხელისუფლების ეს ინიციატივა დაახლოებით, 600 000-მდე დაბალშემოსავლიანი გადამხდელის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

 

 

გთავაზობთ ინსტრუქციას, როგორ უნდა დაიბრუნოთ დაუბეგრავი მინიმუმი:

 

1. დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად მოქალაქე შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge განთავსებულ შესაბამის ფორმაში, მხოლოდ პირადი ნომრისა და თავისი საბანკო რეკვიზიტის მითითებით, ავსებს ელექტრონულ დეკლარაციას და აქვე იღებს ინფორმაციას მისთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობის შესახებ.

 

 2. კანონის შესაბამისად, დეკლარაციების შევსება დაიწყება 1 აპრილიდან. შესაბამისად, აღნიშნული ფორმა ვებ-გვერდზე 1 აპრილიდან გააქტიურდება.

 

3. დეკლარაციის შევსება შესაძლებელია როგორც სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით, ასევე, საბანკო დაწესებულებაში.

 

 

 მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი ბანკების მომსახურებით: სს ბანკი „რესპუბლიკა“; სს „პრივატბანკი“; სს „თიბისი ბანკი“; სს „საქართველოს ბანკი“; სს „ლიბერთი ბანკი“; სს „ბაზის ბანკი“; სს „ქართუ ბანკი“; სს „კორსტანდარტ ბანკი“; სს „ბანკი კონსტანტა“;  სს  „ფინკა ბანკი საქართველო“.

 

ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, მოქალაქეს, მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაუბრუნდება დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა.

 

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის სატელეფონო ცენტრის მეშვეობით: 2 299 299 ან  შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე შემდეგ მისამართზე: info@rs.ge; www.rs.ge 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია