დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ჩიპიანი პირადობის მოწმობის შემოღება ადამიანის უფლებების დარღვევაა“
ავტორი: ეთერ ბალაძე
სულ ნანახია 1764
ავტორი:
ეთერ ბალაძე
მსგავსი სიახლეები

„ჩიპიანი პირადობის მოწმობის შემოღება ადამიანის უფლებების დარღვევაა“

 

ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი თევზაძემ, გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ის მიესალმება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის მიერ საკომიტეტო განხილვის დაწყებას საქართველოში მოქალაქის ალტერნატიული პირადობის (უჩიპო) მოწმობების შემოღების შესახებ.

 

აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა და თავიანთი ხელმოწერით დაადასტურა ასი ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ. დარწმუნებული ვართ, ხელმოწერის გაგრძელების შემთხვევაში, პარლამენტში წარდგენილ ინიციატივას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა შეუერთდება, უკვე ასი ათასმა მოქალაქემ  მოაწერა ხელი. ეს ადამიანები წარმოადგენენ ამასთანავე პოტენციურ ამომრჩეველს, ამიტომაც  საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, მოუსმინოს და მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება. ჩვენს გაოცებას იწვევს ამ საკითხში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ხისტი პოზიცია იმის  შესახებ, რომ ისინი მხოლოდ ელექტრონული (ჩიპიანი) პირადობის მოწმობების შემოღებას უჭერს მხარს. მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომა არამართებულია და ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებას, რაც მოქალაქის ნების გამოხატვისა და არჩევის უფლებას წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას და ზრუნვის საგანს შეადგენს ადამიანის უფლებების უზენაესი პრინციპების დამკვიდრება, თითოეული მოქალაქის არჩევანის უფლების გარანტია და მისი უზრუნველყოფა. რაც შეეხება ზოგიერთი საინფორმაციო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ალტერნატიულ მოწმობების შემოღებას მხარს არ უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციები, მცდარია. ასეთი კრებით კონტექსტში არასამთავრობო ორგანიზაციების მოხსენიება უსაფუძლოა.  გასაგებია, რომ რამდენიმე ორგანიზაცია მხარს არ უჭერს ალტერნატიული მოწმობების შემოღებას, ეს მხოლოდ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიციას წარმოადგენს და არა მთლიანი სპექტრის პოზიციას, როგორც ეს სურთ წარმოაჩინონ. მით უმეტეს, როცა მოქალაქეები სრულიად სამართლიანად მოითხოვენ თავიანთი ფუნდამენტალური უფლებების დაცვას.

 

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია