დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვართ თუ არა დაზღვეული შიდსისგან? - ქუთაისის „სისხლის ბანკი“ პასუხს არ იძლევა
ვართ თუ არა დაზღვეული შიდსისგან? - ქუთაისის „სისხლის ბანკი“ პასუხს არ იძლევა
ავტორი: მარიამ პატარაია
სულ ნანახია 5092
ავტორი:
მარიამ პატარაია

2000 წელს „ქუთაისის რეგიონალურ სისხლის ბანკში“ შეძენილი სისხლის გადასხმის შედეგად 37 წლის ქალბატონი და ახალდაბადებული შვილი  „აივ ინფექციით“ დაინფიცირდნენ. 2013 წელს იმერეთის მასშტაბით შიდსით ინფიცირებული 540 ადამიანია რეგისტრირებული.

 

ლამზირა ჩალაძეს, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, საკეისრო კვეთის დროს დონორის შიდსით დაინფიცირებული სისხლი გადაუსხეს. მომხდარის შესახებ მხოლოდ 5 წლის შემდეგ გახდა ცნობილი. მაშინ, როცა შიდსის ცენტრმა ყველა იმ პაციენტის გამოკვლევა ჩაატარა, რომლებმაც იმ დონორის სისხლი გადაისხეს, რომელიც ლამზირა ჩალაძემ. გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ლამზირა ჩალაძეც და მისი 5 წლის შვილიც შიდსით იყო ინფიცირებული. 37 ქალბატონის შიდსით დაინფიცირების შემთხვევა მაშინ ქუთაისში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი თემა იყო. მომხდარზე დაიწყო გამოძიება და „ქუთაისის რეგიონალურ სისხლის ბანკს“ კომპენსაციის სახით ლამზირა ჩალაძისთვის 20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

 

დღესდღეობით რა მდგომარეობაა ქუთაისის რეგიონალურ სისხლის ბანკში,  რამდენად არის მომხმარებელი დაცული  დონორის სისხლის გადასხმის დროს და რა პროცედურებს გადის სისხლი, ვიდრე მას პაციენტი გამოიყენებს, ამ საკითხზე სასაუბროდ ქუთაისის რეგიონალური სისხლის ბანკის დირექტორს ნანა ლობჟანიძეს ვესტუმრეთ. სამწუხაროდ,  ნანა ლობჟანიძემ, რომელსაც დაწესებულებაში ჟურნალისტის გამოჩენა აღიზიანებს, ინტერვიუზე კატეგორიული უარი განაცხადა. რაც გადავიტანე ჟურნალისტების გამო, საკმარისია. არ ვაპირებ ამ საკითხზე საუბარს,“ - ამბობს სისხლის ბანკის“ დირექტორი და ექიმი ჰემატოლოგი ნანა ლობჟანიძე.

 

7 წლის წინ განვითარებული მოვლენების გახსენება არ სურთ არც რიგით თანამშრომლებს. მათი თქმით, დაწესებულებაში ეს თემა დახურულია. ძლივს დასრულდა ამ თემაზე საუბარი და ახლა არავის სურს მისი გახსენება. ძალიან ცუდია, რომ ისევ იმ ცნობილი ფაქტით ვასოცირდებით ხალხში,“ - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.

 

 

***

 

 2013 წელს იმერეთის მასშტაბით შიდსით ინფიცირებული 540 ადამიანია რეგისტრირებული. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოში ამბობენ, როგორც წესი, იმერეთში დაინფიცირების შემთხვევათა უმრავლესობა ქუთაისზე მოდის, რაც, დაახლოებით, 70%-ს აღწევს. სამმართველოს ექიმი-ეპიდემიოლოგი დალი ქობულაძე ამბობს, რომ სისხლის გადასხმის შედეგად შიდსით დაინფიცირების რისკი საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს. სპეციალური სახელმწიფო პროგრამა არსებობს უსაფრთხო სისხლი“, რაც აბსოლუტური გარანტიაა იმისა, რომ დონორის სისხლი ჯანმრთელია. გადასხმამდე სისხლი გადის უამრავ პროცედურას. პირველადი და აუცილებელი შემოწმება ტარდება სწორედ შიდსზე, B და C ჰეპატიტზე, ასევე სიფილისზე. ნახევარ საათში შეიძლება ამის დადგენა.

 

 რაც შეეხება წლების წინ ქალბატონის დაინფიცირების ფაქტს, მეც მახსოვს ეს შემთხვევა და როგორც ვიცი, მაშინ ე.წ. „ფანჯრის“ პერიოდი იყო, როცა შიდსის დადგენა ვერ ხერხდება,“ - ამბობს დალი ქობულაძე.

 

2013 წლის ბოლო მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია აივ ინფიცირების 4055 შემთხვევა. მათგან 2978 მამაკაცია, 1077 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.

 

 მიმდინარე წელს 215 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 41 ბავშვია. შიდსით დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2012 წელს დაფიქსირდა - 526. დაინფიცირების შემთხვევებით, დედაქალაქის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზე სამეგრელოა. სტატისტიკის მიხედვით 51,6%-ის შემთხვევაში შიდსის გადაცემა ნარკომანიით ხდება. მაღალი მაჩვენებლია ასევე სქესობრივი გზით დაინფიცირების შემთხვევებში.

 

 მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო სტატისტიკით საქართველო შიდსით დაინფიცირების მაჩვენებლით ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ-ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვი საქართველოში 6000-ს აღწევს, რაც ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

 

 საქართველოში შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა. პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია