დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კანდიდატების საწყისი კაპიტალი
კანდიდატების საწყისი კაპიტალი
სულ ნანახია 1405
ავტორი:

 

 

არჩევნებზე პარტიების მიერ წარმოდგენილი კანდიდატების კვალიფიკაცია და ბინსეს-ინტერესები ყოველთვის მაღალი ინტერესის საგანს წარმოადგენს.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებისა და პირველი ნომრების კვალიფიკაციები და ბიზნეს-ინტერესები შეისწავლა. შესწავლა ძირითადად საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით და კანდიდატების მიერ შევსებული დეკლარაციებით მოხდა.

 

არჩევნებში მონაწილე წამყვანი 5 პარტიიდან მერობის კანდიდატი იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში ჰყავს “ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” და საარჩევნო ბლოკ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. საარჩევნო ბლოკ “ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატი არ ჰყავს ბაღდათის მუნიციპალიტეტშიხოლო საარჩევნო ბლოკ „დიმიტრი ლორთქიფანიძეკახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალ საქართველოს” მერობის კანდიდატები ჰყავს ქუთაისში, ხარაგაულშიზესტაფონსა და წყალტუბოშირაც შეეხება „დავით თარხან-მოურავიირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს”, მერობის კანდიდატები არ წარუდგენიათ საჩხერეშიბაღდათსა და ხონში.   

იმერეთის მუნიციპალიტეტებში მერობის 73 კანდიდატს შორის მხოლოდ ხუთია ქალი. საკრებულოს არჩევნებისათვის წარდგენილი პარტიული სიების პირველ ნომრებს შორის 20 ქალია, აქედან ორი ქალი კანდიდატი მმართველმა პარტიამ წამოაყენა. ყველაზე მეტი ქალი პარტიული სიის პირველ ნომრად (9 კანდიდატი) პარტიამ “თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა დაასახელა.

კვლევის მიხედვით, 11 კანდიდატი გამოიკვეთ, რომელმაც პარტიისთვის შემოწირულობა გიაღო.

„შესწავლილი კანდიდატები, ძირითადად, საკუთარ პარტიებს ურიცხავენ შემოწირულობებს. კახაბერ მახათაძემ - “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა 2016-2017 წლებში, კანდიდატებს შორის, ყველაზე მეტი თანხა გაიღო პარტიისთვის, კერძოდ, მან “ქართულ ოცნებას ჯამში 90 000 ლარი გადაურიცხა. 89 234 ლარი შესწირა საკუთარ პარტიას საარჩევნო ბლოკ “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის  თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა და პარტიული სიის პირველმა ნომერმა ხვიჩა წკეპლაძემ.“ - განაცხადა ლელა მოწონელიძემ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კოორდინატორმა იმერეთში.

 

„ქართული ოცნების 12 კანდიდატიდან 6 მერობის კანდიდატი არის ბიზნეს-კომპანიების მეწილე ან/და ხელმძღვანელი.

ქუთაისი - გიორგი ჭიღვარია: გიორგი ჭიღვარიას მიერ 2017 წლის მარტში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ სამ სახლს ქუთაისში, თბილისსა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში, ასევე მიწის ნაკვეთს ქუთაისში (1995 წელს გიორგი ჭიღვარიას მამამ საცხოვრებელ სახლში 10 000 აშშ დოლარი, გიორგი ჭიღვარიამ 2007 წელს მიწის ნაკვეთში 5600 ლარი, მეუღლემ, თამთა ფოფხაძემ, კი 2013 წელს თბილისში ბინის შესაძენად 39000 აშშ დოლარი გადაიხადა). გიორგი ჭიღვარია ასევე არის შპს “კოლეგიოს (ს/კ - 204562179) მეწილე, თუმცა მას აღნიშნული ინფორმაცია არ აქვს დეკლარირებული. თუმცა, ჭიღვარია აღნიშნავს, რომ შპს-ს არ უმუშავის.

ზესტაფონი კახაბერ მახათაძე: - 1988-1998 წლებში მუშაობდა თბილისის  შამპანურის ქარხანაში ინჟინერ-ტექნოლოგად; 1998-1999 წლებშიიყო ხაშურის ძეხვეულისა და ნაყინის ქარხნის დირექტორი; 1999-2003 წლებში ეკავა საქართველოს საპატრიარქოს „ხაშმის“ ღვინისქარხნის დირექტორის თანამდებობა; 2003-2011 წლებში იყო საპატრიარქოს აგროსამრეწველო დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2009-2010 წლებში იყო საპატრიარქოს წარმომადგენელისამთავრობო კომისიის წევრი; 2011 წლიდან კვლავ საქართველოს საპატრიარქოს „ხაშმის“ ღვინის ქარხნის დირექტორია.

კახაბერ მახათაძე შპს „კაფ-ჯგუფის, შპს ჯეოლოტოსა და შპს „გრუზსპირტპრომის” 100% წილის მფლობელიაასევე 65% წილის მესაკუთრეა შპს „იმერეთი 2011“-ში და შპს „GVMT Group“-ში 50% წილს ფლობსხოლო შპს „იმერეთი 777 -ში 34% წილის მესაკუთრეა. მან მიმდინარე წლის სექტემბერში სხვა პირებს გადააბარა როგორც ხელმძღვანელი პოზიციებიასევე წილების მართვა.

შპს “იმერეთი 2011”-მა 2015 წელს გამარტივებული შესყიდვით 3  ხელშეკრულება დადორომელთა საერთო ღირებულებამ 1355 ლარიშეადგინა.

მახათაძემქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” 2016 წელს  50 000 ლარიხოლო 2017 წლის 1 აგვისტოს - 40 000 ლარი შესწირა.

 

თერჯოლა - ბონდო სოფრომაძე არის შპს ახალი დონის100% წილის მესაკუთრე, რომელსაც ხელმძღვანელობს მისი შვილი გიორგისოფრომაძე.

 

ბაღდათი - არჩილ გოგსაძე - ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის „ღვინის პარკის“ დირექტორის თანამდებობას იკავებს; ამასთან, არჩილ გოგსაძე შპს „აგუნას“ დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელია, ასევე შპს “გრანდის 50% წილის და შპს “არქიტექსის 50%-იანი წილის მესაკუთრეა, თუმცა შპს “არქიტექსის წილი დეკლარაციაში მითითებული არ აქვს

 

ხონი -  ლადო ჯურხაძე - იგი რამდენიმე შპს-ის დირექტორი და მეწილეა, კერძოდ: შპს “გლობალ ენერჯი სოლუშენს- დირექტორი და 100% წილის მფლობელი; შპს “ბატონო ტრეველიძე - დირექტორი და 100% წილის მფლობელი; შპს “მახაუტო - დირექტორი და 100% წილის მფლობელი.

სამტრედია - ვალერიანე ფოცხვერია - შპს “ელიტა 5 +” 20% წილის მესაკუთრეა.

“ევროპული საქართველოს მერობის  ერთი  (კობა მოდებაძე - საჩხერე) და “პატრიოტთა ალიანსის  სამი კანდიდატი  არის ბიზნესკომპანიების მეწილე ან/და ხელმძღვანელი (გრიგოლ ბახტაძე - ქუთაისი; ხვიჩა წკეპლაძე - თერჯოლა; პაატა კიკნაძე - ხარაგაული).

„ხოლო რაც შეეხება პარტიული სიების პირველ ნომრებს, წარდგენილი კანდიდატებიდან “ქართული ოცენების” 2 კანდიდატი (ნიკოლოზ ლატარია - ქუთაისიმანანა ბარბაქაძე - ხარაგაული), ხოლო  “ნაციონალური მოძრაობის” 3 კანდიდატი (ბესიკ ბრეგაძე - ქუთაისიპაატა ლეჟავა - ვანიმამაუკა საღარეიშვილი - წყალტუბო)  არის ბიზნესკომპანიების მეწილე ან/და ხელმძღვანელი.“ - აცხადებს ლელა მოწონელიძე.

 

მაკა ჩინიჯიშვილი

 

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

 

 

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია