დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გენდერული ქვოტის მოლოდინში
გენდერული ქვოტის მოლოდინში
სულ ნანახია 1411
ავტორი:

გენდერული ქვოტის მოლოდინში

ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულ უმრავლესობას ქალები შეადგენენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა 53, 76 პროცენტი ქალია. ეს მაჩვენებელი არჩევნებიდან არჩევნებამდე იზრდება, თუმცა, აღნიშნული ვითარება საარჩევნო სიებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს შორის სქესთა ბალანსზე  არ აისახა.

 

ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის საჭიროებას დეკლარირებულად თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია აღიარებს. როგორც ჩანს, მხოლოდ  სიტყვიერად, რადგან ყველა არჩევნებზე ცხადია, რომ გენდერული თანასწორობა მათი პრიორიტეტი არ არის.

ამჟამად, ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა წარმომადგენლობა უკიდურესად დაბალია (არ აღემატება 12:-ს), არცერთი მოქმედი მერი არ არის ქალი და  პირდაპირი წესით არჩეული 59 გამგებლიდან მხოლოდ ერთი გამგებელია ქალი.

მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ მერობის 61 კანდიდატიდან მხოლოდ 2 ქალი დაასახელა. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა განცხადება გაავრცელა:  ,,პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის ზრდაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას და მმართველ პარტიას. პოლიტიკური პარტიების მხრიდან მერობის კანდიდატებად ქალების უკიდურესად მცირე რაოდენობით დასახელების ტენდენცია შემაშფოთებელია და  ადასტურებს, რომ უგულვებელყოფილია საზოგადოების მოთხოვნა, უზრუნველყოფილი იყოს ქალისა და კაცის თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში. ამით, ასევე არ ხდება სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, რაც  საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.“

კანდიდატების ოფიციალურად დარეგისტრირების შემდეგ,  რეალური სურათი არ შეცვლილა, მთავარი პოლიტიკური პარტიების მაჟორიტარულ და პროპორციულ სიებში კანტიკუნდად,  ქალები მაინც გამოჩნდნენ. მათი ჩართულობა სიაში იმდენად ფრაგმენტულია, რომ  არჩევნების შემდეგ, თვითმმართველობებში ქალების მონაწილეობის ხარისხი საკმაოდ დაბალი იქნება.

ერთერთი კვლევის მიხედვით, პარტიები აღიარებენ, რომ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში გენდერული თანასწორობა დარღვეულია.

 პარტიებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში გენდერული საკითხი არ არის ისე დაყენებული, როგორც ეს დასავლურ სტანდარტებს შეეფერება, მაგრამ მომავალში სიტუაციის გამოსწორებას იმედოვნებენ. არსებულ სიტუაციას პარტიები გარე ფაქტორებით ხსნიან, რომელთა შეცვლაც მათ ძალას აღემატება. კერძოდ, მიაჩნიათ, რომ ქალები თავად არიან ნაკლებად აქტიურნი, რასაც სოციალური სიდუხჭირე და ტრადიციული ფასეულობები განაპირობებს. ქალები განსაკუთრებით მგრძნობიარენი აღმოჩნდნენ 1990-იან წლებში ქვეყანაში გაუარესებული ეკონომიკური და სოციალური პირობების მიმართ.

მამაკაცების მიერ სამუშაო ადგილების დაკარგვამ, მათი უმრავლესობა აიძულა, საკუთარ თავზე აეღო ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა. ამიტომაა, რომ მათ პოლიტიკური აქტიურობისთვის არც დრო და არც ენერგია არ რჩებათ. მეორე ძირითადი მიზეზი, რომელიც, პარტიების აზრით, ხელს უშლის ქალთა ჩართულობას პოლიტიკურ საქმიანობაში, საზოგადოებაში არსებული ტრადიციული წარმოდგენებია ქალის როლისა და ფუნქციის შესახებ: ქალი წარმატებულად ითვლება, თუ იგი კარგად ართმევს თავს საოჯახო საქმიანობას.

არის თუ არა ციფრებისა და სტატისტიკის უკან საზოგადოებაში უკეთესი  ამინდი? მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსები მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლებიან, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად ეს თემა უცხო აღარ არის.

ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მთავარ საშუალებად საქართველოში, ქალთა მოძრაობის აქტივისტები გენდერული კვოტირების შემოღებას მიიჩნევდნენ. საქართველოში კვოტირების სისტემა არ არსებობს, თუმცა 2011 წელს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონით დაინერგა პარტიების ფინანსური წახალისების სისტემა. პარტია, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სიაში ყოველ ათეულში ქალის 2 კანდიდატურას წარმოადგენდა, მიიღებდა საბაზო დაფინანსების 10:-იან დანამატს.

2014 წელს, აღნიშნული საბიუჯეტო წახალისება გაიზარდა და ყოველ ათეულში 3 ქალი კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში საბაზო დაფინანსების ოდენობამ 30: შეადგინა. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქალთა პოლიტიკურ წარმომადგენლობაზე ეს წამახალისებელი ზომა მაინც არ აისახა დადებითად და ბოლო 25 წელია, ქალთა პოლიტიკური ჩართულობა საქართველოში 11:-ს არ აღემატება.

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მისაღწევად, დღის წესრიგში დგება არა წამახალისებელი ზომები, არამედ სავალდებულო კვოტების საკითხი, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი რატომღაც არ ჩქარობს.

 

მაკა ჩინიჯიშვილი

მედიასახლი P.S.(„პოსტსკრიპტუმი“)


სტატია ქვენდე პროექტისგაცნოიერეული არჩევანიდემოკრატიის ფუნდამეტიფარგლეში.


 

ავტორის/ავტორეის მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრე შესალოა არ გამოატავდეს ფონდ ღია საზოგადოე-საქართველოს პოზიციას. შესაამისად, ფონდი არ არის პასუისმგეელი მასალის შინაარსზე.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია