დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარტიების წინასაარჩევნო სამზადისი ქუთაისში და მერობის კანდიდატურათა ახალი ვერსიები
პარტიების წინასაარჩევნო სამზადისი ქუთაისში და მერობის კანდიდატურათა ახალი ვერსიები
სულ ნანახია 1780
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

ზოგსდიმიტრი გელოვანიუნდა მერად, ზოგი ლუკა ასათიანისფანია...

 

ქუთაისში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების გააქტიურება  უკვე შეიმჩნევა. მათ რეგიონულ ოფისებში აქტიურად დაიწყო კონსულტაციები პარტიული სიის პირველი ათეულის და ქუთაისის მერობის კანდიდატის დასასახელებლად. ყველა პარტიას თავისი იდეალი ყავს, ზოგს „დიმიტრი გელოვანი“  უნდა მერად, ზოგი „ლუკა ასათიანის“ ფანია, ზოგს ჯერ არ გადაუწყვეტია... 

 

ამ ეტაპზე კონსულტაციის რეჟიმშია ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციაც, თუმცა აცხადებენ,  რომ საარჩევნო ვადებს არ დაარღვევენ.  მერობის კადიდატად კი გრიგოლ ვაშაძის და ხატია დეკანოიძის კანდიდატურები მოიაზრება.

 

ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის ხელძღვანელი გიგა შუშანია აცხადებს: „ზუსტად როდის მოხდება წარდგენა, ვერ გეტყვით. რაც შეეხება ხატია დეკანოიძის და გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურებს, ვაშაძე თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია და შესაბამისად, მისი კანდიდატურა გამოირიცხა. ხატია დეკანოიძესთან ისევ მიდის კონსულტაციები. მასთან ერთად, კიდევ რამდენიმე კანდიდატთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. როგორც კი დასრულდება ეს რეჟიმი, საზოგადოებას მალევე გავაცნობთ კანდიდატებსაც და სიასაც.

ჩვენი ამოცანაა, რომ ქუთაისი გახდეს არამარტო საპარლამენტო ქალაქი, არამედ პოლიტიკური ცენტრი და ჩვენ ვარჩევთ შესაბამისი გამოცდილების, პოლიტიკური წონისა და პროფესიონალური უნარ-ჩვევების კანდიდატს.“

 

***

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ქუთაისის ორგანიზაციაში კი მერობის სავარაუდო კანდიდატი გამოკვეთილი არ არის და პარტიის პირველი ათეულიც უცნობია. ორგანიზაცია ორივე საკითხში აქტიური კონსულტაციის რეჟიმშია. თუმცა, „გირჩის“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის, თემურ ცამციშვილის თქმით: "ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი, რა ფორმატით,როგორ და სად მივიღებთ მონაწილეობას. რაც შეეხება ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემებს დაქუთაისს, პირველრიგში, ჩვენ არ გვყავს რეალური ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას და მთლიანად დამოკიდებულია ცენტრალურ ხელისუფლებაზე. მეორე - არ გვყავს ადგილობრივი ლიდერები, ოცნების კანდიდატებს არა აქვთ პოლიტიკური ბექრაუნდი, მათი რეიტინგი გადის ბიძინა ივანიშვილის რეიტინგზე, და ბოლოს, -  ადგილობრივი თვითმმართველობები რეალურ განვითარებას დაიწყებს, როდესაც იქნება პოლიტიკური ნება და მათ მიეცემათ, პირველ რიგში, ფინანსური დამოუკიდებლობა, ექნებათ საკუთარი შემოსავლები დაგარანტიები, რომ ცენტრალური ხელისუფლების გარეშეც შეძლებენ პრობლემების მოგვარებას, მანამდე ყველა დაპირება არის ტყუილი და თავის მოტყუება, სანამ საზოგადოება დაიჯერებს პოლიტიკოსების მსგავს სულელურ დაპირებებს, მანამდე ეს მოჯადოებული წრე იარსებებს.

 

* * *

არჩევნებისთვის აქტიური სამზადისი აქვთ დაწყებული ლეიბორისტურ პარტიას. ისინი მერის კანდიდატურის შერჩევაზე, პარტიული სიის შედგენაზე და საარჩევნო პროგრამის ფორმირებაზე მუშაობენ.

„მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობთ, რადგანაც გვაქვს სურვილი, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის იქნას მიღწეული შეთანხმება მერობის საერთო კანდიდატურის წარმოდგენის შესახებ, რაც ბევრად ზრდის სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების შანსს. ამდენად, ეს პროცესი მიმდინარეობს და თუ ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება, ოპოზიციურ პარტიებს შორის ლეიბორისტულ პარტიას აუცილებლად ეყოლება ღირსეული მერობის კანდიდატი.“  - აცხადებს ლეიბორისტირი პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამსონ გუგავა.

რაც შეეხება პარტიულ სიას, ფორმირების პროცესშია, თუმცა როგორც პარტიაში აცხადებენ, ორივე შემთხვევაში, პარტიულ სიაში თუ მაჟორიტარად წარმოდგენილნი იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც თავისი საქმიანობით გამორჩეულნი არიან იდეის ერთგულებით, პრინციპულობით, საქმისადმი სიყვარულითა და წესიერებით. ესაა ის კრიტერიუმები, რომელიც მოეთხოვება ლეიბორისტების პარტიულ სიაში მყოფ კანდიდატებს. რადგან თვლიან, რომ ეს უნარ-ჩვევებია საჭირო იმ პროგრამის განსახორციელებლად, რომელსაც ისინი თავაზობენ ქუთაისის მაცხოვრებლებს.

ლეიბორისტების ქუთაისს რეგიონალურ ლოდერად განიხილავენ და თვლიან, რომ მისი სამომავლო განვითარება სწორედ ამ მიმართულებით უნდა მოხდეს. „ქუთაისი - ეს არის ქალაქი, რომელიც გეოგრაფიულადაც და პოლიტიკურადაც წარმოადგენს იმერეთის და არამარტო იმერეთის, ასევე - დასავლეთ საქართველოს ცენტრს, ნებისმიერმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ ქუთაისი გადააქციოს რეგიონალურ ლიდერად. უპირველესი,რამ, რაც ქალაქსა და ქვეყანას აწუხებს, ეს არის უმძიმესი სოციალური ფონი, მისი დაძლევის ერთადერთი საშუალება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. ხელისუფლება კი ვალდებულია, თავად განახორციელოს შესაბამისი აქტივობები , ანუ შეძენილი უნდა იქნას თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზები და უნდა დაფუძნდეს როგორცმუნიციპალური საწარმოები , რაც ნაწილობრივ გადაჭრის დასაქმების პრობლემას და ასევე ქალაქს გაუჩნდება დამატებითი შემოსავლები, ასევე, აუცილებელია, ქალაქს ჰქონდეს უფასო მუნიციპალური საავადმყოფო , სადაც ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს ექნება მკურნალობის ღირსეული შესაძლებლობა . რაც შეეხება განათლებას, ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენცია არ ცდება ბაღების მეურვეობის თემას, აქაც რადიკალურად შესაცვლელია მიდგომები. ქალაქმა უნდა შექმნას საგანმანათლებლო ფონდი, რომელმაც განათლების მიმართულებით ბევრი ვალდებულება უნდა აიღოს. - აცხადებს სამსონ გუგავა.

 

* * *

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან „ევროპულ საქართველოშიც“.

„ევროპული სქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის ლიდერი გიორგი თევდორაძე ქუთაისის მერობის კანდიდატურის თაობაზე სუბიექტურ აზრს გვიზიარებს: " ჩემი სუბიექტური იდეალი,ზოგადად, ლუკა ასათიანია. იყო ასეთი ადამიანი. მისი ფან-კლუბის წევრი ვარ და უპრიანი იქნება, თუკი ასეთი ადამიანი გახდება ქუთაისის მერი. თუ დღევანდელი პოლიტიკური კონიუქტურის გათვალისწინებით მეკითხებით, მე ქუთაისის მერად მოვიაზრებ ისეთ ადამიანნს,რომელიც გავლით არ იქნება ჩამოსული ქუთაისში და ნამდვილად ეყვარება ეს ქალაქი. ქუთაისის ბევრი ხელმძღვანელი ხელჩანთბზე ჩამომჯდარი იყო აქ ჩამოსული. ცხადია, ასეთი ადამიაანების პასუხისმგებლობა სხვანაირია. მე ქალაქელობას არავის ვუწუნებ,მაგრამ გავლით ჩამოსული ადამიანი ვერ იქნება იმ ამოცანების შემსრულებელი,რის წინაშეც დგას ქუთაისი. ერთია,შენი ბავშვობის ქალაქი და მეორეა შენი გარდაცვალების ქალაქი. ქუთაისის მერობას სჭირდება სიმამაცე და ჟინი,რადგან ჯერ კიდევ თბილისიდან წამოსულ ბენეფიტებზეა დამოკიდებული ბევრი პროექტის განხორციელება. ამიტომ აუცილებელია, რომ მომავალი მერი იყოს მამაცი და ქუთაისზე უზომოდ შეყვარებული, რათა ამ ბრძოლაში ჩაერთოს.

პარტიული სიის პირველ ათეულზე ჩვენ ჯერ ვმსჯელობთ. ეს საკმაოდ ცოცხალი და დინამიური პროცესია. თუმცა, შეირჩევა ისეთი ადამიანები,რომლებიც პარტიასაც და ქალაქსაც პოლიტიკურ წონას შემატებენ. ასეთი ადამიანები "ევროპულ საქართველოში" ნამდვილად მოიძებნებიან.

ჩვენი პარტია ისეთი ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული,რომლებიც საკმაოდ ძლიერ გუნდს ქმნიან რეგიონის მასშტაბით. ჩვენთვის მთავარი პოლიტიკური იდეა-კრედო, ეს არის ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის შენარჩუნება. ჩვენი გუნდი ამკუთხით „ჯვაროსნულ ომს“ წამოიწყებს რეგიონის მასშტაბით.

ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში,პენსიას გავზრდით 20 ლარით, გავაგრძელებთ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს,რომლებიც 2009 წელს იყო დაწყებული, ადმინისტრაციულ ხარჯებს შევამცირებთ. თუ დეტალური გეგმებიგაინტერესებთ, ჯერ წინასაარჩევნო პროგრამა დეტალურად არ გვაქვს გაწერილი, დადუღების პროცესშია და როცა ამის დრო მოვა, გავაცნობთ საზოგადოებას. თუმცა, ახლავე შემიძლია, გითხრატ, რომ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ქუთაისი არ იქნება ის ქალაქი, სადაც მხოლოდ ერთგულების გამო იცხოვრებენ."

***

,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის ორგანიზაციაში გვიდასტურებენ ფაქტს იმის შესახებ, რომ  ქალაქის მერის თანამდებობაზე გრიგოლ ბახტაძის კანდიდატურა რეალურად განიხილება. ხოლო პარტიული სიის პირველ ათეულთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ჩამოყალიბებულნი არ არიან. თუმცა, როგორც ქუთაისის ორგანიზაციის ხელძღვანელი დავით ჯანაშია აცხადებს: „პარტიულ სიაში აუცილებლად იქნება დაცული გენდერული თანასწორობა.

,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ყოველთვის ებრძოდა ძალადობას, უსამართლობასა და ავტორიტარიზმს. ფაქტია, რომ მმართველი პარტია ამჟამად ბევრი მიმართულებით - სოციალური მდგომარეობა, საგარეო პოლიტიკა, საკონსტიტუციო რეფორმა, ადამიანის უფლებების დაცვა -განიცდის წარუმატებლობას. ჩვენ ყველა ამ მიმართულებით გვაქვს რეალისტური ხედვა გაერთიანებული, წარმატებული, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული ქვეყნის ასაშენებლად.“-აცხადებს „პატრიოტტა ალიანსის“ ქუთაისელი ლიდერი.

 

***

გაზეთი „პოსტსკრიპტუმი“ სხვა პოლიტიკური პარტიებსაც დაუკავშირდა, თუმცა მათ ამ დროისთვის ვერ მოასწრეს ოფიციალური პასუხების მოცემა. შესაბამისად, მომავალ ნომერში ამ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო სამზადისს გაგაცნობთ.

 

 

 

მარი ტაბიძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია