დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
განათლების სამინისტრომ პედაგოგთა თავისუფალ პროფკავშირებთან დარგობრივი შეთანხმება გააფორმა
განათლების სამინისტრომ პედაგოგთა თავისუფალ პროფკავშირებთან დარგობრივი შეთანხმება გააფორმა
სულ ნანახია 1075
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტრო ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი სახელ­მწი­ფო უწყებაა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­მაც თა­ვი­სუ­ფალ პროფ­კავ­ში­რებთან დარ­გობრი­ვი შე­თანხმება გა­ა­ფორ­მა.

 

სა­გან­მა­ნათ­ლებლო და­წე­სებულე-ბებში და­საქ­მებულ­თა ხელ­შეწყობასა და მათ მხარ­და­ჭე­რა­ზე ორი­ენ­ტი­რებულ დარ­გობრივ შე­თანხმებას, სა­ქარ­თვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფალ პროფ­კავ­შირ­სა (სპმთპ) და გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტროს შო­რის, 16 მარტს მო­ე­წე­რა ხელი.

დარ­გობრი­ვი შე­თანხმების ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პებია: კა­ნონ­მდებლობის დაც­ვა; სა­გან­მა­ნათ­ლებლო და სა­მეც­ნი­ე­რო და­წე­სებულებებში და­საქ­მებულ­თა შრო­მი­თი, სო­ცი­ა­ლურეკო­ნო­მი­კუ­რი, სა­მარ­თლებრი­ვი და პრო­ფე­სი­უ­ლი ინ­ტე­რე­სებისა და უფ­ლებების დაც­ვა; მხარე­თა თა­ნას­წო­რუფ­ლებია­ნობა; ვალ­დებულების აღების ნებაყოფ­ლობითობა; ნა­კის­რი ვალ­დებულებების შეს­რუ­ლების კონ­ტრო­ლი და პა­სუხის­მგებლობა; ხარისხია­ნი გა­ნათ­ლების მი­ღების ხელ­შეწყობა.

შე­თანხმებაში ასახულია ყვე­ლა ის მი­მარ­თუ­ლება, რაც სრულყოფა­ში მოიყვანს სა­მი­ნის­ტრო­სა და პროფ­კავ­შირს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლობას და სო­ცი­ა­ლურ დი­ა­ლოგს, რო­მე­ლიც ბოლო წლებში აქ­ტი­უ­რად ხორ­ცი­ელ­დება.

სპმთპ არის მსოფ­ლი­ოს გა­ნათ­ლების სის­ტე­მა­ში და­საქ­მებულ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია ,,გა­ნათ­ლების ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლის (EI)“, ,,ევ­რო­პის პროფ­კავ­ში­რების გა­ნათ­ლების კო­მი­ტე­ტის (ETUCE) წევ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია და მი­სი პრე­ზი­დენ­ტი წარ­მო­ად­გენს ,,ევ­რო­პის პროფ­კავ­ში­რების გა­ნათ­ლების კო­მი­ტე­ტის (ETUCE) არ­ჩე­ულ წევრს. დღე­ი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფალ პროფ­კავ­შირ­ში გა­ერ­თი­ა­ნებულია სა­გან­მა­ნათ­ლებლო და­წე­სებულებების 40 000ზე მე­ტი და­საქ­მებული, რაც ერთ-ერ­თი სა­ფუძ­ვე­ლია დარ­გობრი­ვი შე­თანხმების გა­ფორ­მებისათ­ვის.

ამ შე­თანხმების გა­ფორ­მებას ეხმა­უ­რება თა­ვად სპმთპ-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი, ქალბატო­ნი მა­ია კობახიძე, რო­მე­ლიც მად­ლობას უხდის გა­ნათ­ლების მი­ნისტრს ამ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ნაბიჯისათ­ვის:

დარ­გობრი­ვი შე­თანხმება არის მყარი გა­რან­ტია პე­და­გოგ­თა შრო­მი­თი, სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი, სა­მარ­თლებრი­ვი და პრო­ფე­სი­უ­ლი უფ­ლებების დაც­ვის.

სო­ცი­ა­ლურ პარ­ტნი­ო­რებს შო­რის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლობის ძი­რი­თა­დი დო­კუ­მენ­ტის გა­ფორ­მების შე­სახებ, სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ცეპრე­მი­ე­რის, გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების მი­ნის­ტრის გა­დაწყვე­ტი­ლება ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რებაა ქვეყანა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სების გან­ვი­თა­რებისა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის პრინ­ცი­პების დამ­კვიდ­რების.

დარ­გობრი­ვი შე­თანხმება უზ­რუნ­ველყოფს გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტრო­სა და პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფალ პროფ­კავ­შირს შო­რის სო­ცი­ა­ლუ­რი დი­ა­ლო­გი­სა და დი­ა­ლო­გის ფორ­მატ­ში კონ­ფლიქ­ტების მოგ­ვა­რების ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ა, რაც სა­გან­მა­ნათ­ლებლო სის­ტე­მა­ში და­საქ­მებულ­თა უფ­ლებების გა­უმჯობესებაზეა ორი­ენ­ტი­რებული.

 

სპმთპ, პე­და­გოგ­თა სახელით მად­ლობას უხდის გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების მი­ნისტრს დე­მოკ­რა­ტი­ულ პრინ­ცი­პებზე დაყრდნობით, პე­და­გოგ­თა ინ­ტე­რე­სების დაც­ვის მიზ­ნით მიმ­დი­ნა­რე თა­ნამ­შრომ­ლობისა და პე­და­გოგ­თა მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია