დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არა რუსულ კანონს
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2024/04/20 16:40:13

ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.

გთავაზობთ აღნიშნულთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას:


"ბატონო ზაზა, ჩვენ, იმერეთში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები გამოვხატავთ სურვილს და საჭიროებას გაიმართოს შეხვედრა, რომლის მთავარი თემა იქნება კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. შეხვედრის გამართვის ადგილად გთავაზობთ "ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს", რომელიც მდებარეობს აკაკი წერეთლის 69. რაც შეეხება თარიღს, შეგიძლიათ 23-27 აპრილის შუალედში თქვენთვის მისაღები დრო შემოგვთავაზოთ. მოგიწოდებთ, შეხვედრის შესახებ თქვენი მხრიდან დროსთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 22 აპრილისა.



ჩვენ, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე წლის 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი ხართ თქვენ. თქვენგან, როგორც ჩვენი წარმომადგენელი პარლამენტში, ველით კონსტრუქციულ დისკუსიას.



ჩვენ იმერეთში, ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვთვლით, რომ ეს კანონპროექტი თქვენი მხრიდან არ უნდა იყოს მხარდაჭერილი და რომ თქვენ ჩვენი ინტერესები არ გაატარეთ.



მკაფიოდ გვსურს, გითხრათ, რომ ეს კანონპროექტი არ არის ჩვენი არჩევანი და იგი უნდა იყოს გაწვეული პარლამენტიდან",- ნათქვამია განცხადებაში. 



აღნიშნული შეთავაზება მაჟორიტარ დეპუტატს მეილზე გაეგზავნა. 



განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:

სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" (RICDOG);

"ქუთაისიპოსტი";

"მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი (EECMD)";

სამართლიანი არჩევნების (ISFED) რეგიონული ოფისი;

"საერთაშორისი გამჭვირვალობა - საქართველოს ქუთაისის რეგიონული წარმომადგენლობა";

ქალთა ასოციაცია "ვაკეთოთ ერთად" ( WAAT);

სამოქალაქო მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში";

რეგიონული ინიციატივების ცენტრი "ნათელი მომავალი";

"განათლება და სამყარო ";

ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD);

იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი";

საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge ;

"ინფო იმერეთი" ;

სამოქალაქო თეატრი;

ააიპ "დრანდა";

ინტერნეტგამოცემა P.S.

ტელეკომპანია "მეგა ტვ"



ზაზა ლომინაძე ერთ-ერთია იმ 83 დეპუტატს შორის, რომელმაც პირველივე მოსმენაზე რუსულ კანონს მხარი დაუჭირა



„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული პროექტის ანალოგიურია.



კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.



ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.



ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 45
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია