დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
პოლონეთში ქართული ღვინის აქტიური მარკეტინგული კამპანია 2021 წელსაც განხორციელდება
2021/03/25 00:13:00

ქართული ღვინის ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, პოლონეთში, 2021 წელს  აქტიური მარკეტინგული კამპანია გაგრძელდება.

 

პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. გასულ წელს, პოლონეთში 5 მლნ-ზე მეტი ბოთლის ექსპორტი და 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2020 წელს, პოლონეთმა 60 ექსპორტიორ ქვეყანას შორის მე-3 ადგილი დაიკავა.

 

პოლონეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებს კომპანია მალინოვაგანახორციელებს. ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და პოლონურ მარკეტინგულ კომპანიას „„Malinova spólka z ograniczoną odpowiedzialnością S.K“ შორის თანამშრომლობის შესახებ კონტრაქტს ხელი უკვე მოეწერა.  სააგენტო აღნიშნულ კომპანიასთან 2016 წლიდან თანამშრომლობს.

 

2021 წელს, „მალინოვას“ ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროში დასაქმებული კომერციული პირებისთვის გაიმართება, ქართული ღვინოები წარდგენილი იქნება ადგილობრივ საერთაშორისო კონკურსებზე, მოეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, მომზადდება საპრომოციო დოკუმენტური ფილმი ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიაზე, ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია გაგრძელდება სხვადასხვა მედია პლატფორმაზე, გამოქვეყნდება სტატიები ქართული ღვინის კულტურის შესახებ.

 

ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებია ასევე, აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 166
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია