
14 იანვარს ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და "საქართველოს თეატრალური საზოგადოების" ორგანიზებით გაიმართა ყოველწლიური, ტრადიციული კონკურსის, "წლის საუკეთესო ნაწარმოების", გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. კონკურსის ფარგლებში ლაურეატებს გადაეცათ სახელობითი პრემიები.
"საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ" წლის საუკეთესო თეატრალური ნაწარმოები და წლის მსახიობები გამოავლინა.
ამ კონკურსის ფარგლებში მესხიშვილის თეატრის მსახიობ დავით როინიშვილს აკაკი ხორავას სახელობის პრემია მიენიჭა.
აღნიშნული პრემია მსახიობს სპექტაკლებში „მაკბეტი“, „სიმართლე“, „ქარი ქრის ვერხვებში“ შესრულებული როლებისთვის გადაეცა.
ვულოცავთ დავით როინიშვილს ამ უდიდეს ჯილდოს და შმდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.