დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისს გარევაჭრობის კიდევ ერთი ობიექტი შეემატა?!
2013/08/12 22:31:11

მიმდინარე წლის ივნისში ქუთაისის ახალი მერის, დიმიტრი კოპალიანის პირველი ოფიციალური სამუშაო დღე მოვაჭრეების პრობლემების გაცნობით დაიწყო. დიმიტრი კოპალიანმა ბაზრის მოვაჭრეებისათვის მიცემული პირობა შეასრულა და ვითარებაში გასარკვევას ადგილზე მისვლით შეეცადა, თუმცა, როგორც მაშინ ბაზრის თანამშრომლები აცხადებდნენ, მერი „მწვანე ბაზარში“ ჯერ კიდევ სამუშაო დღის დაწყებამდე, დილის ექვს საათზე მივიდა და მოვაჭრეებს დაჰპირდა, რომ გარევაჭრობის პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდებოდა, რის შემდეგაც უკანონო ვაჭრობას ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები მხოლოდ რამდენიმე დღე ებრძოდნენ. ამ დროისათვის კი ქალაქის ცენტრალურ ადგილებზე გარევაჭრობა კვლავ გრძელდება, შესაბამისად, მერმა ბაზრის მოვაჭრეებისათვის მიცემული პირობა ამ დრომდე ვერ შეასრულა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ახალი ადგილიც კი  გაჩნდა, სადაც უნებართვო ვაჭრობა მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი ადგილი ჭავჭავაძის გამზირზეა.  ავტოსადგურის მოპირდაპირე მხარეს გარემოვაჭრეებმა  ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ბაზრობა სახელდახელოდ მოაწყვეს, რაც ბაზრის მოვაჭრეების უკმაყოფილებას იწვევს, თუმცა შესაბამისი სამსახურები რეაგირებას  ამ დრომდე არ ახდენენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2007
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია