დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტის პრობლემებს ახალი კომისია შეისწავლის
2013/07/31 20:01:15

ქუთაისში გაფიცული მძღოლების მოთხოვნებს და ტრანსპორტის სფეროში არსებულ პრობლემებს  მერიაში  ახლადშექმნილი სპეციალური კომისია შესწავლის. კომისიის წევრები: გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელები, მერიის სახვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და დეპუტატები იქნებიან, კომისიის თავმჯდომარედ კი ვახტანგ წოწონავა დაინიშნა, რომელსაც ამჟამად მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი უჭურავს.

შეგახსენებთ, რომ ავტობუსის მძღოლები ორშაბათიდან გაიფიცნენ. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა მგზავრობის ღირებულების 10 თეთრით გაზრდაა. სწორედ ამ საკითხზე იმსჯელებს ახლადშექმნილი ტრანსპორტის პრობლემების შემსწავლელი კომისია.

რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, ისინი კერძო მფლობელობაში არიან ,რის გამოც მათზე ფასის მომატება-არმომატება მერიის უფლებამოსილებაში არ შედის და მგზავრობის საფასურის გაზრდა მესაკუთრეების ნებაზეა დამოკიდებული.

სავარაუდოდ, თუკი ავტობუსით მგზავრობის ფასი მოიმატებს, სამარშუტო ტაქსების მძღოლები ავტომატურად მოახდენენ მგზავრობის ღირებულების გაზრდას.

არსებული ინფორმაციით, გაფიცული მძღოლები პროტესტს ხვალ შეწყვეტენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1856
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია