დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გია უკლება: „მოვითხოვთ, ქუთაისის მერმა აგვიხსნას, სად ნახა „სისხლისმსმელი ნაციონალები?“
2013/07/12 16:41:31

ვინ მიაწოდა  დიმიტრი კოპალიანს ინფორმაცია „ატკატების“  შესახებ?

ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე 51-ე სხდომაზე საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაცინალური მოძრაობის“ წევრი გია უკლება ქუთაისის მერის ორ ბრიფინგს გამოეხმაურა.

„საინტერესოა, სად ბრძანდება ბატონი დიმიტრი კოპალიანი და სამსახურში დანიშვნიდან ერთ თვეში რატომ სარეგბლობს შვებულებით? აქვე მინდა მერის ორ უცნაურ ბრიფინგს შევეხო, რაც სიურპრიზები იყო ჩვენთვის. ვთხოვთ, თენგიზ თოფურიძეს, გვიპასუხოს მერის ნაცვლად, რას ნიშნავს „სისხლისმსმელი ნაციონალები“, სად ნახა კოპალიანმა ან ახალი, ან ძველი „სისხლისმსმელი ნაციონალები“ და მეორე –მან ახსენა სიტყვა „ატკატები“, რაც კრიმინალთან ასოცირდება, რახან კოპალიანმა ეს განცხადება გააკეთა, გამოდის, რომ მის უწყებაში კრიმინალის ფაქტები შენიშნა, გვაინტერესებს, ბატონო თენგო, მიმართეთ თუ არა პროკურატურას ამ საქმესთან დაკავშირები? აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მერის ბრიფინგების შემდეგ გოჩა თევდორაძემ განაცხადა, რომ კოპალიანმა მათი შენიშვნები გაითვალისწინა. გაგვაგებინეთ კონკრეტულად რა შენიშვნები გაითვალისწინა კოპალინმა და საერთოდ, გაქვთ თუ არა კოორდინაცია ერთმანეთთან, თუ დიმიტრი კოპალიანზე ხელის შეწმენდა ხდება? რადგან „ატკატები“ რუსული სიტყვაა და არა ინგლისური, რაც ნიშნავს იმას, რომ კოპალიანს ამ სიტყვის შესახემ ვიღაცამ უთხრა,“-აღნიშნა გია უკლებამ.

უკლებას სხდომაზევე უპასუხა ვიცე-მერმა თენგიზ თოფურიძემ. მისი განცხადებით, მერი უფასო შვებულებაშია, რისი კანონიერი უფლებაც აქვს, რაც შეეხება კოპალიანის ბრიფინგებს, თოფურიძის თქმით, მან საერთოდ არ იცოდა ამ ბრიფინგების შესახებ და მათი გამართვა მისთვისაც მოულოდნელი იყო.

„ამ შემთხვევაში ბრიფინგებზე მე არ მქონდა ინფორმაცია, არ ვიცი, ვისთან ჰქონდა კონსულტაციები, შესაძლოა, თავად დაგეგმა. „ატკატების“  თემას რაც შეეხება, ვერ ვხედავ საჭიროებას, რომ პროკურატურას მივმართოთ, რადგან ჩვენს უწყებაში კრიმინალის ფაქტს ვერ ვხედავ, ასეც რომ ყოფილიყო, ეს იქნებოდა აუცილებლად საჯარო,“ – განაცხადა თენგიზ თოფურიძემ გია უკლებას მისამართით.

თავის მხრივ, უკლებამ პირობა დადო, რომ ეს კითხვები არ დაავიწყდება და შვებულებიდან დაბრუნებულ კოპალიანს მიმრთავს თავად.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2034
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია