დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გუბაზ სანიკიძე: „საერთოდ, პირში წყალი გამოივლონ, როცა დაწერენ ჩემზე რაიმეს“
2013/07/12 15:24:20

ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ, დღეს საგაგებო პრესკონფერენცია გამართა, რომელიც მედიაში ბოლო დროს მისი საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს მიუძღვნა.

ქუთაისის მაჟორიტარმა დალი ბარაბაძისა და ზურაბ ხუბუაშვილის („სახალხო კრების“ წარმომადგენელი) მიერ  პრესაში გავრცელებულ წერილებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წერილებში გამოთქმული აზრი იმის შესახებ, თითქოს ქუთაისის მაჟორიტარი არაფერს აკეთებს, აბსურდია.

იმის დასამტკიცებლად, რომ მაჟორიტრის ოფისი ქუთაისში აქტიურია, გუბაზ სანიკიძემ ციფრები მოიყვანა.

„ჩემი მაჟორიტარობის პერიოდში ბიურომ ჩაატარა 28 მიღება, სულ შემოვიდა 3153 მოქალაქის განცხადება, აქედან სრულად დავაკმაყოფილეთ 283, ნაწილობრივ – 311, 200-ზე მეტს იურიდიული კონსულტაცია გავუწიეთ. მე ვამაყობ ჩემი ბიუროს საქმიანობით და არცთუ ისე ცუდი დეპუტატი ვარ,“ – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

როგორც აღმოჩნდა, ქუთაისის მაჟორიტარს მოქალაქეები 3 ძირითად პრობლემაზე აწუხებენ.

„3 ძირითად პრობლემაზე მაწუხებენ: პირველი – ესაა ბანკის ვალები და ვერანაირად ვერ დავეხმარები ასეთ ადამიანებს. არ შემიძლია ამაში დახმარება. საერთოდ ამ პრობლემას ბანკებმაც უნდა მიხედონ. გაიხსენონ, ერთ დროს ილიაც იყო ბანკირი.

მეორე – დასაქმებაა. ეს პრობლემა სისტემურადაა გადასაწყვეტი. ჩემი ფუქნცია, მაჟორიტარის ფუნქცია არ არის კონკრეტული პირების დასაქმება. პირადი კავშირებით შეიძლება, დავასაქმო ვინმე დაბალანაზღაურებად სამსახურში, მაგრამ ეს არ არის ეფექტური,“ – თვლის გუბაზ სანიკიძე.

ქუთაისის მაჟორიტარის შეფასებით, ყველაზე ეფექტურად მაჟორიტარის ბიურო ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით შემოსულ განცხადებებზე რეაგირებს და უწევს დახმარებას ადამიანებს.  

მაჟორიტარმა ზურაბ ხუბულაშვილსაც უპასუხა და განაცხადა, რომ იგი ხუბულაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

„ზურაბ ხუბულაშვილი წერს, რომ ქუთაისელები მეუბნებიან, რომ გუბაზ სანიკიძემ ბიზნესწილები გადაინაწილაო. ჩემი და პარტიის საბჭოს გადაწყვეტილებაა, რომ სასამართლოში ვუჩივლებთ. სასამართლოში შევხვდები. მომაძებნინოს ერთი ხუბულაშვილმა ეს წილები,“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი აპირებს, მომავალში უპასუხოდ არ დატოვოს მის მიმართ გამოთქმული და მედიაში გავრცელებული ბრალდებები.

„აქამდე არ ვცემდი პასუხს ასეთ წერილებს, აწი აღარ ვაპირებ, რეაგირების გარეშე დავტოვო, „ფორუმიც“ აღარ აპირებს რეაგირების გარეშე დატოვოს მსგავსი გამოხტომები. ესაა შემოტევა ჩემს წინააღმდეგ და „ფორუმის“ წინააღმდეგ.“

გუბაზ სანიკიძე გამორიცხავს, რომ მის მიმართ განხორციელებული „პოლიტიკური შეტევა“ კოალიციის შიგნით იყოს დაგეგმილი.

„საერთოდ, პირში წყალი გამოივლონ, როცა დაწერენ ჩემზე რაიმეს“, – დასძენს ქუთაისის მაჟორიტარი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1847
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია