დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული ეკონომიკა გასაჭირშია?!
2013/07/12 12:42:10

ხელისუფლების მხრიდან დამატებით ახსნას საჭიროებს, დღგ-ს ასეთი კლების პირობებში, როგორ მოხერხდა თუნდაც 0 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა

გავრცელდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის კვლევა სახელად „ფისკალური პოლიტიკის როლი ეკონომიკურ ზრდაში (სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მაჩვენებლები)“.

კვლევის მიხედვით, 2013 წლის მაისის თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა განისაზღვრა 0%-ით. ეს ნიშნავს, რომ ერთ თვეში ეკონომიკური ზრდა, წინასწარი მონაცემებით, 4,5%-ით შემცირდა. კვლევის თანახმად, 2013 წლის სტატისტიკის დინამიკა ცხადჰყოფს, რომ წლიური 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, წლის დარჩენილ პერიოდში, ყოველთვიური საშუალო ეკონომიკური ზრდა 8,7%-ს უნდა გაუტოლდეს რაც არარეალურია. ოპტიმისტური გათვლებით, უფრო რეალურია წლიური 3%-იანი ზრდა, რომლისთვისაც დარჩენილ თვეებში ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 3,6%-მა უნდა შეადგინოს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წლის პირველ ნახევარში დღგ-ს ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირდა 6,2%-ით. ხელისუფლების მხრიდან დამატებით ახსნას საჭიროებს, დღგ-ს ასეთი კლების პირობებში, როგორ მოხერხდა თუნდაც 0 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა; 

2013 წლის 6 თვის მონაცემებით, სავარაუდოა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს გადასახადების მუხლში 265 მლნ ლარზე მეტი დააკლდა და, აღნიშნული ტენდენციის გაგრძელების პირობებში, წლის დარჩენილ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტისათვის დაკლებული თანხა კიდევ უფრო გაიზრდება.

კველვის მიხედვით მნიშვნელოვნად დაიკლო სახელმწიფოს მეირ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ. როგორც ირკვევა, 2012 წლის პირველ ხუთ თვესთან შედარებით 2013 წლის ანალოგიური 5 თვის პერიოდში ინფრასტრუქტურულ პროექტების ხარჯი 151 მილიონი ლარით ნაკელბია. კვლევაში ნათქვამია, რომ, როდესაც კერძო სექტორს, ჯერჯერობით, არ აქვს საშუალება, დამოუკიდებლად დააგინანსოს ინფრასტრუქტურული პროექტები.  

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტების აზრით, რომლებიც კვლავში იღებდნენ მონაწილეობას, აუცილებელია შემუშავდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმა მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკისა და მათი განხორციელების კონკრეტული ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი დეტალურად უნდა იქნას განხილული ბიზნეს-წრეებთან, რათა კერძო სექტორმა შეიძინოს სტაბილურობის განცდა, გრძელვადიანი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად.

(ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1879
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია