დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არასრუწლოვანისთვის არკოჰოლის მიყიდვა 500 ლარით დაჯარიმდება
2013/07/12 12:02:44

ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება. ამ მიმართულებით შსს პარლამენტს კანონში დამატებით ახალი ჯარიმების ჩადების ინიციატივით მიმართავს.

პროექტის თანახმად, ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოთა მუშაკების მიერ სპირტიანი სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

დღეს ამ დარღვევაზე კანონი ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე დაჯარიმებას.

ალკოჰოლური სასმელების საცალო ვაჭრობის ობიექტებში, არასრულწლოვანისთვის ალკოჰოლური სასმელის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერის მყიდველისათვის არათვალსაჩინო ადგილზე განთავსება გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

ზემოთ აღნიშნული ქმედებების წლის განმავლობაში განმეორება გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

გარდა ამისა, 500 ლარით დაჯარიმდება ობიექტი, თუ ის ალკოჰოლურ სასმელს არასრულწლოვანს მიყიდის. ამ ქმედების განმეორების შემთხვევაში მას 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს.

(ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1844
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია