დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნასვამ მძღოლებს მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოერთმევათ
2013/07/10 16:00:40

12 ივლისიდან პარლამენტში ახალი კანონპროექტის განხილვა დაიწყება, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე ადმინისტრაციული კოდექსის გამკაცრებას გულისხმობს.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში მძღოლს არა გარკვეული რაოდენობის ჯარიმა დაუწესდება, არამედ მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოერთმევა. იმ შემთხვევაში, თუ ნასვამი მძღოლი 18 წლამდე ასაკის მოზარდია, მართვის მოწმობის ჩამორთმევა ორი წლით მოხდება, თუმცა კანონპროექტში  არსებობს გარკვეული გამონაკლისი, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის შემთხვევაში განსაკუთრებული გარემოებების გამოვლენისას, საქმის განმხილველ ორგანოებს შეეძლებათ მართვის უფლების ჩამორთმევა 700-ლარიანი ჯარიმით შეცვალონ.

კანონში მიღებული ცვლილებებით, 700 ლარით ისჯება წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა.  განმეორების შემთხვევაში კი 1000-ლარიანი ჯარიმა დაწესდება, ან 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის  შეფარდება მოხდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1981
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია