დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ბრალდებულები კახა გეწაძე და გივი არაბიძე უდანაშაულოდ ცნეს
2013/07/10 12:41:08

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ბრალდებულები კახა გეწაძე და გივი არაბიძე უდანაშაულოდ ცნეს.

გამოძიება კახა გეწაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების წაქეზებაში, ხოლო გივი არაბიძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედავებოდა.

„ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ამავდროულად სატენდერო კომისიის თავმჯდომარე გივი არაბიძემ იმ დროისათვის ზესტაფონის რაიონის მაჟორიტატი დეპუტატის კახა გეწაძის ახლობლის, ფილიმონ ღაღანიძისათვის უპირატესობის მისაღებად, სახელმწიფო შესყიდვების წესის განხორციელების დებულების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, შეასრულა კახა გეწაძის დავალება და 2010 წლის 7 დეკემბრის 14:00 საათზე არ დააფიქსირა დასრულებულად სატენდერო წინადადებების მიღება, დაგვიანებით მიიღო ფილიმონ ღაღანიძის განაცხადი, რითაც საშუალება მისცა ამ უკანასკნელს, მონაწილეობა მიეღო ტენდერში შპს "ბახტურიძე და კომპანიის" სახელით, ამის შედეგად ფილიმონ ღაღანიძემ კონკურენტ კომპანიასთან გამართულ ვაჭრობაში გაიმარჯვა ორ ლოტში და გაუფორმდა ხელშეკრულება. საქმის არსებითი განხილვის დროს დადგენილი იქნა, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იყო საკმარისი წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად და შესაბამისად, სასამართლომ ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენი დააყენა“, - აცხადებენ სასამართლოში.

(ი.ბ.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1937
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია