დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტის თავმჯდომარის რჩევა საზოგადოებას
2013/07/09 16:10:54

დავით უსუფაშვილი: „მთავარი პროკურორის მოსაზრება ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით საყოველთაოდ არაა გაზიარებული “

დღეს პარლამანტში გამართულ პრესკონფერენიაზე საუბარი ბედუკაძის საქმესაც შეეხო. დავით უსუფაშვილის განცხადებით, არჩილ კბილაშვილს მოქალაქე ბედუკაძის საქმეზე კანონი არ დაურღვევია. ამის მტკიცებულება ის არის, რომ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება მოსამართლემ დაამტკიცა, რაც უშუალოდ მოსამართლის უფლებამოსილებაა და არა პროკურორისა.

„რაც შეეხება არჩილ კბილაშვილის დამოკიდებულებას აღნიშნილ საკითხთან დაკავშირებით, არანაირი საფუძველი არ მაქვს იმისა, რომ კბილაშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯის უკანონობაზე ვიფიქრო“: – განაცხადა უსუფაშვილმა.

თუმცა, მისივე განცხადებით, კბილაშვილის ქმედება შეფასებითი მსჯელობის ფარგლებში რჩება. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მთავარი პროკურორის მოსაზრება საყოველთაოდ გაზიარებული არ არის. თუმცა, უსუფაშვილის თქმით,  თუკი მოსამართლეები თანამდებობიდან იმდენჯერ გათავისუფლდებიან, რამდენჯერაც რომელიმე მოსამართლის ან პროკურორის ქმედება ვინმესთვის მისაღები არ იქნება, აღმოჩნდება, რომ პროცესები სწორი მიმართულებით არ წარიმართება, ამიტომ უკანონო და კანონიერი გადაწყვეტილებები ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საჯარო მოხელეს თუ რიგით მოქალაქეს ამის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება ჰქონდეთ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით: მსგავს თემებზე მსჯელობა და დისკუსია აუცილებელია, რადგან არაა გამორიცხული, პროკურორმა ხვალ ახალი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც რიგი მოქალაქეებისათვის მიუღებელი იქნება, ამიტომ „ასეთ ცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ“, დასძინა უსუფაშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1969
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია