დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მიხეილ სააკაშვილი: „ასეთი ადამიანების შემოშვება საქართველოში არ შეიძლება, თუ ჩვენ გვაქს ღირსება“
2013/07/08 15:41:41

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის სათათბიროს წევრის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დეპუტატის ჩამოსვლა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთის ომში იბრძოდა, ამავდროულად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის მხარდამჭერია, ეროვნული ღირსების შემლახველია. 

„გუშინ ჩამოიყვანეს რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელსაც ხმა აქვს მიცემული საქართველოს დანაწევრებისთვის. ეს კაცი ამასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ, არის დაკავშირებული რუს სპეცსამსახურებთან, არის საქართველოს დაუძინებელი მტერი. ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი საქართველოს დაქუცმაცების თაობაზე. ერთია, როცა შენს სამშობლოში უშვებ ტურისტს, სპორტსმენს და მეორეა – როცა უშვებ საქართველოს მტერს. ასეთი ადამიანების შემოშვება საქართველოში არ შეიძლება, თუ ჩვენ გვაქს ღირსება,“ – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

ქვეყნის პირველმა პირმა, გავრილოვის მიერ საქართველოს საზღვრის უპრობლემოდ გადალახვის გამო, შსს მინისტრი გააკრიტიკა.

„მინდა მკაცრად დავგმო ჩვენი სასაზღვრო უწყების და შსს მინისტრის საქციელი, რომელმაც დაუშვა საქართველოს მტრის ასე ჩამოსვლა საქართველოში, რა მოტივებითაც არ უნდა ყოფილიყო ის განპირობებული,“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

პრეზიდენტმა იმ ახალგაზრდების დაკავების ფაქტიც დაგმო, რომლებმაც დუმის დეპუტატის სტუმრობა „დინამოს“ სტადიონთან გააპროტესტეს, რის გამოც ისინი შსს-მ გუშინვე დააკავა.

„საქმე გვქონდა პოლიტიკური შინაარსის ქმდებასთან პოლიციის მხრიდან. ეს ახალგაზდები დააკავეს კატეგორიულად მოვთხოვ, ეს ხალხი უნდა იქნეს გაშვებული.“– ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

 

 (ი.ბ.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1845
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია