დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გია თევდორაძე: „კოპალიანისა და გოჩა თევდორაძის კლანებს შორის ბრძოლას ეწირება ეს ორი ვივე-მერი“
2013/07/05 14:12:32

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციაში მერების გათავისუფლების აპოლიტიკურ საფუძველზე საუბრობენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრები დღეს გამართულ ბრიფინგზე ვიცე-მერების, ამირან ძოწენიძისა და კოტე რატიანის გათავისუფლების ფაქტს შეეხნენ. ბრიფინგს „ნაციონალების“ ქუთაისის ოფისში სამსახურიდან დათხოვილი ვიცე-მერებიც ესწრებოდნენ, რომელთაც საკუთარი გათავისუფლების თაობაზე ისაუბრეს.

„სამწუხაროა, რომ კოპალიანის „ახალ გამოცხობილ მარგალიტს“  ორი პატიოსანი ვიცე-მერი შეეწირა. გათავისუფლება აუდიტის და კონტროლის სამსახურის მოადგილის ხათუნა ხურციძის  მოხსენების ბარათის საფუძველზე მოხდა. ყველასთვის ცნობილია, რომ ეს საატესტაციო კომისიის ზურაბ ხურციძის ქალიშვილია, რომლის დასაქმებასაც ხურციძე წლების განმავლობაში ითხოვდა. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ რეორაგნიზაციას პოლიტიკური სარჩული ედო. სამწუხაროა, კოპალიანის გაურკვეველ კლანს და თევდორაძის კლანს შორის ბრძოლას ეწირება ეს ორი ვივე-მერი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ გათავისუფლებულ პოსტზე კოტე ლომიძის დანიშვნა იგეგმება. ჩვენ მივმართავთ სასამართლოს და მათ თანამდებობებზე  დაბრუნებას მოვითხოვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პროტესტი მასშტაბურ ხასიათს მიიღებს,“ - განაცხადა გია თევდორაძემ.

„ჩვენი გათავისუფლების შესახებ ბრძანება 4 ივლისს დაიწერა და ოთხ ივლისსავე გაგვათავისუფლეს,  კოპალიანმა ასევე მოახერხა პირადი შეურაცხყოფის მოყენება. რისთვისაც სასამართლო გზით მოვითხოვ ბოდიშის მოხდას.მედავებიან, რომ დასუფთავების შემოსავალი 1400 000 არასწორად დაიგეგმა. არადა, დღემდე ყველაფერი გრაფიკით მიდის, 6 თვეში 50 პროცენტი უკვე ამოღებულია და  საინტერესოა, რას გვედავებიან. გათავისუფლების მიზეზი ისაა,  რომ მიწის აუქციონები არ ტარდებოდა. არადა, პარალიზება მხოლოდ მათი მხრიდან ხდებოდა. არ ვაპირებ გაჩუმებას. ყველამ კარგად იცის, რომ „პატრიოტებს“ ძალიან უნდათ, შეამცირონ მიწაზე იჯარის გადასახადები და ასევე შეამცირონ მიწის  სასტარტო ფასი.“ – ამბობს ამირან ძოწენიძე, ქუთაისის აწ უკვე ყოფილი ვიცე-მერი.

კოტე რატიანის განცხადებით კი, მას კიკვიძისა და სხვა ქუჩებზე სამუშაოების შეჩერებას სდებენ  ბრალად.

„ხელშეკრულების საფუძველზე ტენდერში გამარჯვებული კომპანიები თანხას  სამუშაოს შესრულების შემდეგ მიიღებენ და გაურკვეველია, წინასწარ რატომ ითხობენ პასუხს?“-აღნიშნა ყოფილმა ვიცე-მერმა კოტე რატიანმა.

ვიცე-მერების გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქუთაისის ადმინისტრაციული სამსახური უფროსის მოადგილემ ვახტანგ წოწონავამ. ის არ ეთანხმება გათავისუფლებული ვიცე-მერების განცხადებას, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით მოხდა. მისი თქმით, მათი გათავისუფლება ქუთაისის  მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა. რეორგენიზაციის შემდგომი ეტაპი იქნება ატესტაციის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა შეეძლებათ უკვე გათავისუფლებულ სამსახურების თანამშრომლებს და უფროსების მოვალეობების შემსრულებლებსაც.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1992
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია