დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჯეოსტარელი“ მარიტა როხვაძე ქუთაისის მერიიდან გათავისუფლებულთა სიაში აღმოჩნდა
2013/06/24 15:39:24

ვინ არის „ერთი მთავარი სპეციალისტი,“ რომელიც ქუთაისის მერიის გათავისუფლებულ თანამშრომელთა სიაში მოხვდა? 

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის სამსახურმა უკვე გამოაქვეყნა მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ თანამშრომელთა სია. პირველ ეტაპზე, საერთო ჯამში, 85 თანამშრომლის გაშვება მოხდა.

გათავისუფლებულთა სიაში 11 სამსახურის უფროსია. მათ შორის არიან: არქიტექტურის, კულტურის, სოციალური მომსახურების, ზედამხედველობის, შესყიდვების, სამხედრო, საბინაო, გაგანგებო სიტუაციების მართვის და ზედამხედველობის სამსახურების უფროსები.

უკვე გამოქვეყნებული მონაცემებით ადმინისტრაციული სამსახურიდან პირველ ეტაპზე 14 თანამშრომლის დათხოვნა მოხდა. ზედამხედველობის სამსახური კი 11 თანამშრომლემა დატოვა,  კულტურის და განათლების სამსახურიდან, ხელმძღვანელთან ერთად, 8 თანამშრომლის გაშვება მოხდა, მათ შორის „ჯეოსტარელი“ მარიტა როხვაძე, რომელმაც ქუთაისის თვითმმართველობაში მუშაობა სიმღერის კონკურსში გამარჯვების შემდეგ დაიწყო.

მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში ყველაზე მეტი თანამშრომელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიმა „დაკარგა“ – 28 თანამშრომლის სახით.

შეგახსენებთ, რომ ეს მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პირველი ნაწილი იყო, რომელიც ეტაპობრივად გაგრძელდება და, სავარაუდოდ, ქუთაისის ადმინისტრაციულ შენობას 300-მდე კადრი დატოვებს.

თუ გათავისუფლებულთა და გასათავისუფლებელთა სიაში მყოფთა რაოდენობით ვიმსჯელებთ, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თენგიზ თოფურიძის შეკითხვას: „გასაკვირია, თუ რატომ აპროტესტებენ ის ადამიანები გათავისუფლებას, რომლებიც სამსახურში თვეების განმავლობაში არ დადიან?“ – ლოგიკური ახსნა მოეძებნება: მერიაში გაბერილი კადრებისთვის საკმარისი სკამი არ იყო და თანამშრომლები სამუშაოდ მორიგეობით დადიოდნენ.

ცნობისათვის, გათავისუფლებულთა სიაში 47 ნომრად მოხვდა „ერთი მთავარი სპეციალისტი“, რომლის ვინაობაც ამ დრომდე უცნობია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1910
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია