დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კორუცფიასთან მებრძოლი თუ კორკუფციაში ეჭვმიტანილი?
2013/06/20 16:38:55

ყიფილი გუბერნატორი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს

დასავლეთ საქართველოს პროკურატურაში ამ წუთებში იკითხება იმერეთის  ყოფილი გუბერნეტორი ლაშა მაქაცარია. მას 2010 წელს საბავშვო ბაღებთან დაკაშვირებით უსვამენ კითხვებს. პროკურატურაში შესვლამდე მაქაცარიამ განაცხადა, რომ მისი დაკითხვაზე დაბარება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. „თვითონ სიტუაცია არის კომიკური, რადგან ერთადერთი კითხვა, რაც გამოძიებას ჩემს მიმმართ შეიძლება ჰქონდეს, არის ის, თუ რატომ ვებრძოდი კორუფციას, რადგან იმ დროს ბაღის თანამშრომლების დაკავება სწორედ კორუფციული გარიგების გამო მოხდა“. – აცხადებს ყოფილი გუბერნატორი.

ლაშა მაქაცარია აპირებს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ყველა კითხვას უპასუხოს. მაქაცარია აცხადებს, რომ ის პროკურორს მიაწვდის იმ პიროვნებების გვარებს, რომლებიც თვითონ არიან გახვეული კორუფციულ გარიგებაში და რომლებიც დღეს  ქმნიან პოლიტიკურ სიტუაციას. მაქაცარიამ არ უარყო, რომ ასეთებს შორის ყოფილ ვიცე-გუბერნატორს გოჩა თევადორას მოიაზრებს.

ლაშა მაქაცარიამ მედიასთან აღნიშნა, რომ, თუკი დღეს მას პროკურატურა არ დააკავებს, მედიასთან დაკითხვის ყველა თემას გაასაჯაროებს.

ამ წუთებში პროკურატურასთან იმყოფიებიან მაქაცირიას მეგობრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საპარლამენტო უმცირესობის წევრები.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, „ახალი ხალისუფლება, კორუფციის მაგივრად, თვითონ კორუფციასთან მებრძოლებს ებრძვის, რადგან მაქაცარია სწორედ კორუფციასთან ბრძოლის გამო დაიბარეს დაკითხვაზე. ეს ახალი ხელისუფლების სახეა. მაქაცარია დაკითხვაზე, სხვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მსგავსად, მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით დაიბარეს“. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1976
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია