დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქდმ საარსებო მინიმუმის 250 ლარამდე გაზრდას ითხოვს
2013/06/19 15:17:03

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრები ახალ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ

 

„ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის წევრები ქვეყანაში არსებული პენსიის რაოდენობას და საარსებო მინიმუმის გამომთვლელ, ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში შემუშავებულ, კრიტერიუმს აპროტესტებენ. მოძრაობის ლიდერებმა დღეს პენსიის და საარსებო მინიმუმის შედარებით ადეკვატურ რაოდენობამდე გაზრდის მოთხოვნით პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართეს.

გიორგი თარგამაძე, „ქდმ“-ს ლიდერი: „ქვეყანაში პენსიებისა და სახელმწიფი დახმარების სამართლიანი განსაზღვრა დიდ წილად არის დამოკიდებული  ნორმალური საარსებო გარემოს ჩამოყალიბებაზე. ამ მხრივ ჩვენ დღემდე გვაქვს ძველი, შევარდნაძისდროინდელი, მეთოდოლოგია, რომელიც არც სააკაშვილის მთავრობამ შეცვალა და არც ახალ მთავრობას გადაუდგია ამ მხრივ რაიმე სერიოზული ნაბიჯები. ამის შედეგად, ზრდასრული მამაკაცის საარსებო მინიმუმი შეფასებულია 150 ლარად, რაც ნამდვილად არაა საკმარისი ერთი ადამიანის არსებობისათვის. საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უკვე შევიდა პარლამენტში, ითვალისწინებს კონკრეტულ ცვლილებას მოქმედ კანონმდებლობაში, რის საფუძველზეც ჩვენ მივიღებთ შესაძლებლობას, რომ სასურსათო კალათის და არასასურსათო ხარჯების მოცულობა განისაზღვროს მინიმუმ 250 ლარით. ეს იქნება საბაზისო საფუძველი საიმისოდ, რომ ქვეყანაში გვქონდეს ახალი თანამედროვე და რეალური სტანდარტი, რომელთან მიმართებაშიც, უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც საპენსიო, ასევე სახელმწიფო დახმარებების ფონდი.“

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრების განცხადებით, ის კრიტერიუმები, რითიც საარსებო მინიმუმის და საპენსიო ფონდის დაანგარიშება ხდება, სახელმწიფოს მხრიდან  საკუთარი ერის წინაშე დიდი დანაშაულია.

„ის სტანდარტი, რომელიც დღეს არის საპენსიო თანხის და დახმარების გამოსათვლელად, უნდა შეიცვალოს. 22000 კალორია, რომელიც არსებული კრიტერიუმებით საკმარისადაა მიჩნეული, უნდა გაიზარდოს ადეკვატურ – 25000 კალორიამდე.  შესაბამისად, საარსებო მინიმუმში სასურსათო კომპონენტი უნდა გახდეს 50%  და სხვა ხარჯებთან ერთად,  150-ლარიანი საარსებო მინიმუმიდან,  რაც არარეალურია,  250 ლარამდე გაზრდა უნდა მოხდეს. ესეც არ არის საკმარისი, მაგრამ  გახდება გაცილებით ადეკვატური. არსებული კრიტერიუმები ჯერ კიდევ 1996 წელს არის შემუშავებული და 20 წელი ამ მხრივ არაფერი არ შეცვლილა, რაც, ამ შემთხვევაში,  სახელმწიფოს დანაშაულია ერთან მიმართებაში. გაზრდილი საარსებო მინიმუმი, იქნება პირველი წინაპირობა იმისა, რომ ხელისუფლებამ განსაზღვროს და მინიმალური პენსია სწორედ საარსებო მინიმუმს დაუკავშიროს,"-აღნიშნა „ქდმ“-ს წევრმა გიორგი ახვლედიანმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1853
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია